-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი მათემატიკოსი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი
ცინცაძე ზურაბ აკაკის ძე (29. I. 1952, ქ. თბილ.), მათემატიკოსი, თსუ-ის პროფესორი (2003), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (2003). თსუ-ის მართვის თეორიის კათედრის დოცენტი (1992–2003), პროფესორი (2003–2006). თსუ-ის გამოთვლითი მათ. ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2006–2009). თსუ-ის დარგობრივი ლაბორ. ოპტიმიზაციის თეორიის განყ-ების გამგე (1984–1992). თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლი (1981–1984). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1981). სამეცნ. სტაჟირება კარლ მარქსის უნ-ტში, ლაიფციგი, გერმანია (1984–1985). აშშ მათ. საზ-ების (1991-დან) და საქ. მათ. კავშირის (1996-დან) წევრი. მიენიჭა თსუ-ის ი. ვეკუას გამოყენებითი მათ. ახალგაზრდა მეცნ. მე-2 პრემია (1981). მეცნ. კვლევების მიმართულებები: მართვის თეორია, ოპტიმიზაცია, გამოყენებითი მათ., ოპტიმალური მართვის ამოცანები შერეული შეზღუდვებითა და დაგვიანებით; ნეიტრალური ტიპის ოპტიმალური ამოცანები, გლუვი ამოზნექილი ოპტიმიზაციის ამოცანები, განსაკუთრებული მართვები და მათი გამოთვლის ალგორითმები დაგვიანების მქონე მოდელებში.
თხზ.: Tsintsadze, Z. (1997). The Lagrange principle of taking restrictions off and its application to linear optimal control problems in the presence of mixed restrictions and delays. Mem. Differential Equations Math. Phys. 11, pp. 105-128; Tsintsadze, Z. (2008), Optimal processes in smooth-convex minimization problems. J. Math. Sci., (NY), 148, pp. 399-480; Tsintsadze, Z. (2008). The External Principle In Quasilinear Control Systems Of Neutral-Type. Proceedings of I.Vekua Institute of Applied Mathematics Vol. 58, pp. 93-100.