-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი აკადემიკოსი
ცინცაძე ნოდარ ლევანის ძე (22.II.1930, თბილ.-22.VI.2020, დაკრძალულია მახათას მთის მწერალთა და საზ. მოღვაწეთა პანთეონიში), ფიზიკოსი, დაამთავრა თსუ–ის ფიზიკის ფაკულტეტი (1955). საქართვ. მეცნ. აკადემიის წევრ-კორესპონდენტი(1988), აკადემიკოსი(2001). საქართვ. მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ–ტის პლაზმის ფიზიკის განყ–ების უფრ. მეცნიერ თანამშრომელი(1958-1960). საქართვ. მეცნ. აკადემიის პლაზმური ფიზიკის განყ–ების უფრ.(1960-2006); თსუ–ის ფიზიკის ფაკ–ტის თეორიული ფიზიკის კათედრის დოცენტი(1960-1967); გეტერბორგისა და უმეოს უნ–ტების პროფესორი(1974-2002); ლოს-აჟელესის, ბერკლის, კორნელის პრინსტონის, ნიუ-ორკის, კოლუმბიის უნ–ტების პროფესორი (აშშ, 1975); თეორიული ფიზიკის საერთაშ. ცენტრის (ISTP) პლაზმის ფიზიკის კოლეჯის დირექტორი, პროფესორი (ტრიესტი, იტალია, 1985-1995); თსუ–ის ფიზიკის ფაკ–ტის თეორიული ფიზიკის კათედრის პროფესორი (1968-1994); თსუ–ის თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე (1994-2006); ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტის პლაზმის ფიზიკის განყ–ების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი (2006-2010); თსუ–ისა და ე. ანდრონიკაშვის სახ. ფიზიკის ინ–ის განყ–ების გამგე (2010–დან); თსუ–ის პლაზმის ფიზიკის მიმართულების სრული პროფესორი (2012–დან). მისი სამეცნ. ინტერესების სფეროა: მაკროსკოპიული სისტემების კინეტიკური თეორია, პლაზმაში არაწრფივი მოვლენების თეორია, ძლიერი ლაზერული გამოსახულების მოქმედება გარემოზე, კვანტური ფერმი და ბოზეს გაზის თვისებების დადგენა. არის 300-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის და 7 მონოგრაფიის ავტორი. ც.ნ. იყო საქართვ. მეცნ. დამსახურებული მოღვაწე. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გადაღებულია დოკუმენტური ფილმი „მოშინაურებული მზე“. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2015), ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ–ტის საიუბილეო მედლით (2018).