-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ცინცაძე ლევან ნოდარის ძე (20.VII.1969, თბილისი). დაამთავრა მოსკოვის ფიზიკისა და ტექნოლ. ინ-ტი (1989). თსუ, პლაზმის ფიზიკის სპეციალობით (1990). მუშაობდა ფიზიკის ინ-ტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1989-1994), უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1994-2013), მიწვეული იყო JET Joint Undertaking, ქ. აბინგდონში, დიდი ბრიტანეთში (1991), პლაზმის ფიზიკის ინ-ტში ქ. იულიჰში, (გერმანიის ფედერ. რესპ., 1993-1994); ანტვერპენის უნ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი, (ანტვერპენი, ბელგიის სამეფო) (1994-1995), მოწვეული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, მეცნიერ- თანამშრომელი ჰიროშიმას, ოსაკას, კიოტოს და ცუკუბას უნ-ტებში და ატომური ენერგიის კვლევის ინ-ტში, იაპონია (1995-2012). ც. ლ. იყო საქართ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროს სახელმწ. საქვეუწყებო დაწესებულების – მეცნ. და ტექნოლოგიების დეპარტამენტის თავმ-რე (2004-2005), საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის დირექტორი (06/2005-12/2005), საქართვ. ეროვნ. მეცნ. კომიტეტის თავ-რე იუნესკოში, ნატოს სამეცნ. კომიტეტის ასოცირებული წევრი, საქართვ. წარმომადგენელი საერთაშ. მეცნ. და ტექნოლოგიების ცენტრის მმართველთა საბჭოში და უკრაინის მეცნ. და ტექნოლოგიების ცენტრის მმართველთა საბჭოში, ამერიკის სამოქალაქო კვლევისა და განვითარების ფონდის წარმომადგენელი საქართვ. მთავრობაში (2004-2005), საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთ. ეკონ. ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი (6/06/2013-5/12/2013). ც. ნ. არის 97 სამეცნ. შრომის ავტორი და ამერიკის სამოქალაქო კვლევისა და განვითარების ფონდის ჯილდოს მფლობელი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი (2014). საქართვ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში და მარშალის კუნძულების რესპუბლიკაში (2013-2019). მინიჭებული აქვს ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. კანდიდატისა (1992) და ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორის ხარისხი (2004).