-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი საპატიო დოქტორი
ციმერმანი იოხენ (Zimmermann Jochen) თსუ-ში სწავლების ინოვაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში გაწეული განსაკუთრებული წვლილისთვის, პროფესორს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (11.IV.2008).
ც. ი.-მ გოსლარის გიმნაზიაში აბიტურის დაასრულების (1984) შემდეგ მოიხადა სავალდებულო სამხ. სამსახური (1985). ერლანგენ-ნიურნბერგის ფრიდრიხ-ალექსანდერის უნ-ტში დაეუფლა ეკონომიკურ მეცნიერებებს (1985-1986), ხოლო ბიზნესის ადმინსტრირებას მანჰაიმის უნ-ტში (1986-1990). ამავე უნ-ტში გააგრძელა სადოქტორო თემაზე მუშაობა (1990-1992) და მოიპოვა სამეცნ. ხარისხი (1992), შემდეგ კი - უმაღლესი აკად. კვალიფიკაცია (1995).
ც. ი. მონაწილეობდა მასწავლებელთა გადამზადების საერთაშ. პროგრამაში ლონდონის ბიზნესის სკოლასა და ნიუ-იორკის უნ-ტში (1996). სხვადასხვა დროს მუშაობდა შემდეგ პოზიციებზე: მანჰაიმის უნ-ტის მკვლევარი (1990-1992), პროფესორის ასისტენტი (ეკონომიკის მეცნიერებები, მანჰაიმის უნ-ტი, 1992-1994), მოწვეული ლექტორი, ეკონ. და ფინანსების უნ-ტი (სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი 1992-1993), პროფესორის ასისტენტი ბუღალტერიის განხრით (ლონდონის ბიზნესის სკოლა), დამკვირვებელთა საბჭოს წევრი (ბუღალტერია, სადოქტორო პროგრამების კომიტეტის წევრი, 1994-1998), ბუღალტერიისა და აღრიცხვის პროფესორი (ბრემენის უნ-ტი, 1998), დეკანი (ბრემენის უნ-ტი, 1999-2000), მოწვეული ლექტორი (ბუღალტერია, ლონდონის ბიზნესის სკოლა), მოწვეული ლექტორი (ბუღალტერია, მენეჯმენტისა და ტექნოლოგიების ევროპული სკოლა, ბერლინი, 2006).