წილოსანი მაყვალა ვალერიანის ასული
წილოსანი მაყვალა ვალერიანის ასული

წილოსანი მაყვალა ვალერიანის ასული (1943, თბილისი), ექიმი, მედიცინის დოქტორი. დაამთავრა თსსი-ის სამკურნ. ფაკ-ტი (1965), საქართვ. მეცნ. აკად. ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერ. მორფოლოგიის ინ-ტის ასპირანტურა (1969). დაიცვა საკანდიდტო დისერტაცია თემაზე: ,,ადამიანის გულის კუნთის ინტრამულარული სისხლძღარღვების ასაკობრივი თავისებურებანი’’ (გრიფით ანატომია) და მიენიჭა მედიცინის მეცნ. კანდიდატის ხარისხი (1977). ეკავა სხადასხვა თანამდებოდები: უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის, უფრ. მეცნიერ თანამშრომლის, წამყანი მეცნიერ თანამშრომლის, მთ. მეცნიერ თანამშრომლის (1963-2018). არის ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლ. ინ-ტის ტექ. უზრუნველყოფის განყ-ების გამგე (2018-დან). შესწავლილი აქვს ორსულთა ზოგიერთი პათოლოგიები (ანემია, ტოქსიკოზები). სხვა და სხვა მეთოდებით ანემიის მკურნალობის (მედიკამენტოზური, ლაზერის სხივებით და არანამკურნალები) შედეგად პლაცენტაში განვითარებული ცვლილებები. ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო ალ. პუშკინის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტის ბიოლოგია-გეოგრაფიის ფაკ-ტის ანატომ. კათედრის ასისტენტი (1967-1973); გ. ჟვანიას სახ. პედიატრიის ინ-ტის ანატომიის კათედრის ასისტენტი (1992-2000); ტრად. და ჩინური მედიცინის აკადემიის ანატ. და ჰისტოლ. კათედრის ასისტენტი (1992-2006), თსსუ-ის მედიცინის ფაკ-ტის კლინ. ანატომ. და ოპერც. ქირურგიის კათედრის მოწვეული პედაგოგი (2006-დან). გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნ. შრომა. მიღებული აქვს საქართვ. მეცნიერთა და სპეციალისტთა ასოციაციის სერტიფიკატი (1999). დაჯილდოებულია თსუ-ის მედლით (2016)

თხზ.: წილოსანი, მ. (1969). ადამიანის გულის კუნთის ინტრამულარული სისხლისძარღვების ასაკობრივი თვისებურებანი. თბ., საბჭ. მედიცინა; წილოსანი, მ. (2016). ადამიანის პირის ღრუს კლინიკური ანატომია. თბ., უნ-ტის გამ-ბა; წილოსანი, მ. (თანაავტორი). (2019).  ნინო ჯავახიშვილი. ასეთ ადამიანებს ეპოქალურ ადამიანებს უწოდებენ. თბ., უნ-ტის გამ-ბა.