-
ავტორი
- კატეგორიები: ბიოლოგი
წიქორიძე ნანა ნოდარის ასული (20.V.1954, თბილისი), ბიოლოგი, მკვლევარი. დაამთავრა თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტი, სპეციალიზაცია "გენეტიკა"(1976). იყო თსუ-ის გენეტიკის კათედრის დასწრებული სწავლების ასპირანტი (1976-1979). არის თსუ-ის ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლ. ინ-ტის გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის დეპარტ. მეცნიერი თანამშრომელი (1980-დან). მისი საქმიანობის სფერო მოიცავს დღეგრძელობის ფენომენის კომპლექსურ შესწავლას და ხანდაზმული მოსახლეობის პრობლემების კვლევას. მონაწილეობდა საქართველოში დღეგრძელობის ფენომენის კომპლექსური პოპულაციური კვლევის პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოებში, რ-ებიც განხორციელდა აშშ-ს (1977-82), უკრაინის, რუსეთის (1977-1986), ჩეხოსლოვაკიის (1985-1987), ინგლისის (1984-1986), იაპონიის (1983-1987) წამყვან სამეცნ. ცენტრებთან ერთად. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი.
თხზ.: წიქორიძე, ნ. (თანაავტორი). (2016). ღირსეული სიბერე : (კონფერენციის მასალები) = A Decent Old Age : (Materials of the Conference). თბ., უნ-ტის გამ-ბა; წიქორიძე, ნ. (თანაავტორი). (2024). საქართველოს ხანდაზმული მოსახლეობის სოციალური და ეთიკური საკითხების კვლევა. ექსპერ. და კლინ. მედიცინა №5, თბ.