ციხისთავი ზურაბ ელიზბარის ძე
ციხისთავი ზურაბ ელიზბარის ძე

ციხისთავი ზურაბ ელიზბარის ძე (08.VIII. 1962, თბილისი). მათემატიკოსი და ბიზნესმენი. თსუ-ის დოცენტი (1990), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1989). დაამთავრა:  ქ. თელავის მე-8-ე  საშ. სკოლა და  მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტის მექან.-მათ. ფაკ-ტი, წარჩინებით (1979 -1984) და ამავე უნ-ტის ფუნქციათა თეორიის და ფუნქციონალური ანალიზის კათედრის ასპირანტურა სპეციალიზაციით -  ოპერატორების სპექტრალური თეორია (1984-1988). იქვე დაიცვა  საკანდიდატო დისერტაცია: "On the Asymptotic Distribution of a Spectrum of Polynomial Bundles of Differential Operators" (ხელმძღვ. პროფ. ა. კოსტიუჩენკო). ც. ზ. მუშაობდა  თსუ-ის ზოგადი მათ. კათედრის    დოცენტის  თანამდებობაზე (1990- 1995). ის დაკავებულია კერძო ბიზნესით. წლების განმავლობაში იყო სააქციო საზ-ება ბაზისბანკის გენ. დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რე (1990-დან). ც. ზ. არის მრავალი ნაშრომის ავტორი, რ-იც გამოქვეყნებულია სამეცნ. ჟურნალებში (1988-1980).