ციხელაშვილი ლელა
ციხელაშვილი ლელა

ციხელაშვილი ლელა გურამის ასული (09. III. 1970, ქ. თბილისი), ფილოლოგიის დოქტორი, ენათმეცნიერი, თსუ-ს ასოც. პროფესორი (2012). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1993), ასპირანტურა (სპეც.: (ძვ.) ქართ. ენა, 1996) და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „კაუზატივის წარმოება საშუალ ქართულში“ (1999) პროფ. კ. დანელიას ხელმძღვანელობით (სპეც.:  ქართვ. ენები).

ლ. ც. წლების მანძილზე მუშაობდა თსუ-ის ძვ. ქართ. ენისა და ტექსტოლოგ. კვლევების კათედრაზე სხვადასხვა თანამდებობაზე: ლაბორანტად (1992-1993, 1996-1999), მეცნიერ-თანამშრომლად (1999-2004), მოწვ. პედაგოგად (2004-2007, 2011-2012) და ასოც. პროფესორად (2012). კითხულობდა ლექციებს სდასუ-სა (2003-2005) და ტარტუს უნ-ტში (2016-2017). წაკითხული აქვს საჯარო ლექციები საქართვ. და უცხოეთში (ტარტუ, პარიზი), მონაწილეობდა სეზონური სკოლების მუშაობაში.

ლ. ც. თსუ-ის ჰუმანიტ. მეცნ. ფაკ-ზე უძღვება რამდენიმე სასწავლო კურსს როგორც მაგისტრატურის (ქართ. სამწერლობო ენის ისტ. გრამატიკა, ძვ. ქართ. ენის საკვანძო საკითხები და სპეცკურსი ძვ. ქართ. ენაში), ისე – ბაკალავრიატის (ძვ. ქართ. ენა) საფეხურებზე. სხვადასხვა დროს იგი კითხულობდა ლექციებს შემდეგ დისციპლინებშიც: ქართ. პალეოგრაფია, ქართ. სალიტ. ენის ისტორია, სპეცკურსი ძვ. ქართ. ზმნაში, აკად. წერა, ქართ. მართლწერა და სამედ. ტერმინოლოგია (სდასუ). არის ავტორი სალექციო კურსებისა იმ დისციპლინებში, რომლებსაც უძღვება, ასევე – სამეცნ. ხელმძღვ. ქართვ. ენათმეცნიერების სადოქტორო პროგრამის რამდენიმე დოქტორანტისა, სამაგისტრო თუ საბაკალავრო ნაშრომებისა. ხელმძღვანელობდა სტუდენტთა სამეცნ. ლინგვისტურ წრეს  (2014 – 2015).

ლ. ც.-ს სამეცნ.-კვლ. საქმიანობის ძირირითადი სფეროებია: ქართ. (ქართვ.) ენის სტრუქტურისა და ისტ. გრამატიკის საკითხები, ძვ. ქართ. ენის გრამატიკა, ბიბლ. წიგნთა თარგმანის ტექნიკის საკითხები, უცხო ენათა გავლენა სამწიგნობრო ქართულზე, ეტიმოლოგია, ქართ. მეტყველების კულტურის საკითხები და სხვ. არის არაერთი სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი საქართვ. თუ მის ფარგლებს გარეთ; საერთაშ. და ადგილ. კონფერენციებისა თუ ვორკშოპების, ეროვნ. თუ საერთაშ. სამეცნ.-კვლ. საგრანტო პროექტების მონაწილე. საერთაშ. პროექტებიდან აღსანიშნავია: „არმაზი“ (კავკას. ენებისა და კულტ. ელექტრ. დოკუმენტაციის საფუძვლების შექმნა, 1999-2002), ქართ. ენის ეროვნ. კორპუსის (ქეეკ) მორფ. ანოტირება (2012-2013), ელემენტის „ქართ. ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" მომზადება იუნესკოს არამატ. კულტ. მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში წარსადგენად (2014 - 2015), ევროკომისიის მიერ დაფინანსებული მარი კიურის გრანტი (2016-2017). მის პუბლიკაციებში არაერთი პრობლემური საკითხი ახლებურადაა  გაშუქებული და გადაწყვეტილი, მაგ., S2 და O3 პირთა მარკერები მიჩნეულია, წარმოშობით, არა პირის ნიშნებად, არამედ საერთოქართველურისთვის დამახასიათებელი ასპირაციის ნიადაგზე განვით. ბგერის გრამატიკალიზაციის შედეგად. საკითხის ასე დასმა კარგად ხსნის მეგრულ-ლაზურში აღნიშნული პირების უნიშნობას (2005); გამიჯნულია მორფოლოგ. და სემანტიკ. კაუზატივის ცნებები, საკითხი პირველადაა შესწავლილი დიაქრონიულად (1999), გამიჯნულია კაუზატივისა და შუალ. კონტაქტის კატეგორიები (2018, 2025); პირველადაა გამოწვლილვით შესწავლილი თარგმანის ტექნიკასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი, რომლებიც ეხება ქართულში არტიკლის გამოყენებას, მეტყველ. წრის ზმნებს, საობიექტო ვერსიის გამოხატვას, ანთროპონიმთა ქართულად გადმოღებას (2018-2024); დადგენილია ზოგიერთი ლექსემის ეტიმოლოგია (2024, 2025) და სხვ. მისი ნაშრომების უმეტესობა ყურადღებას იპყრობს ქართ. სამწიგნ. ენის ისტორიის თვალსაზრისით.

თხზ. ციხელაშვილი, ლ. (2025). ქართული სამწიგნობრო ენის ისტორიის საკითხები, I, გამომცემლობა უნივერსალი, ISBN 9789941525339.