-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ციგროშვილი თამარ გიორგის ასული (20.VI.1940, ქ. თელავი-2004). დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით (1958-1963), ასპირანტურა (1964-1967), მუშაობდა ჯერ ასისტენტად, შემდეგ უფრ. მასწავლებლად, დაიცვა საკანდ. დისერტაცია (1973) და იმავე წელს უმაღლ. საატესტაციო კომისიამ დაუმტკიცა ეკონ. მეცნ. კანდ. წოდება, იყო დოცენტი (1974), დეკანის მოადგილე (1992-1994).
თხზ.: ციგროშვილი, თ. (1972). ნაციონალური შემოსავლის განაწილება-გადანაწილება სსრ კავშირში ფასთა მექანიზმის საშუალებით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერ-მუშაკთა შრომები: ტ.1, გვ. 569-577; ციგროშვილი, თ. (1999). საზღვარგარეთის სახელმწიფოთა ფინანსები, ფულის მიმოქცევა და კრედიტი: (ლექციების კურსი). თბ. უნ-ტის გამ-ბა; ციგროშვილმა, თ. (თანაავტორი). (2002). თანამედროვე ფინანსური. თბ., UNDP.