- კატეგორიები: ხელოვნებათმცოდნე
წიფურია ლელა ედუარდის ასული (27.XII.1959, თბილისი). ხელოვნებათმცოდნე, კინორეჟისორი, თეატრმცოდნე. დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრ. ინ-ტი, თეატრმცოდნეობის ფაკ-ეტი (1981), საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრისა და კინოს ინ-ტი, კინოსარეჟისორო ფაკ-ტი (1995), თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფა-ტის დოქტურატურა-ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულება. (2012) PhD, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. საქართვ. შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნ-ეტის კინო-ტელე ფაკ-ტის ასისტენტ-პროფესორი(2006 -2007). თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის უმაღლ. პროფ. საგანმან. პროგრამა-კინო-ტელე რეჟისორი-პროგრამის ხელმძღვ. (2008-2019), თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ვიზუალურ ხელოვნებათა ინ-ტის ასისტენტ-პროფესორი (2012-2024). აუდიოვიზუალური ხელოვნების უმაღლ. განათლების დარგობრივი საბჭო-წევრი (2022), პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში DAKUM მეთოდოლოგიით პროფ. სტანდარტების შემუშავების პროცესის ფასილიტატორი ( 2015). მოხსენებებით გამოვიდა ოცდაათამდე საერთაშ. კონფერენციაზე, მათ შორის ფლორენციაში(2009), მილანში (2014), ლონდონში (2016), რომში (2019). გამოქვეყნებული აქვს ასამდე სტატია თეატრისა და კინოს შესახებ. წ. ლ. არის მსოფლიო კომპარატივისტული ლიტერატურის ასოციაციის (ICLA/GCLA) წევრი, საქართვ. კინოაკადემიის წევრი და საქართვ. თატრ. საზ-ების წევრი. როგორც რეჟისორს, სცენარის ავტორს და პროდიუსერს გადაღებული აქვს ცხრა დოკუმენტური და ორი მიკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. მათ შორის სამი ფილმი თსუ-ის შესახებ „გონის სუვერენობა“ (2008), დაჯილდოებულია სიგელ-გუჯარით მართლმადიდებლური ფილმების საერთაშ. ფესტივალზე „წმინდა ანდრიას ჯვარი“ (2011). „აქ, მუზეუმში“ (2018წ.) და „გრაკლიანი გორის წარწერის საიდუმლო“. პრიზი „უმაღლესი საპატიო ჯილდო“ საერთშ. დოკუმენტური ფილმების ფესტივალი History, Arts and Science International Doc Fest (ათენი, 2023). როგორც უმაღლ. პროფ. პროგრამის ხელმძღვანელს და პროდიუსერს გაკეთებული აქვს შვიდი ფილმების ნაკრები და სატელევიზიო პროგრამა. წ. ლ.-ს პროგრამის სტუდენტების ფილმები ოც საერთაშ. კინოფესტივალზეა ნაჩვენები და მათ არაერთი პრიზი აქვთ მიღებული.
თხზ.: წიფურია, ლელა. (2016). ქართული პროზის ინტერპრეტაცია აუდიოვიზუალურ ხელოვნებაში: მიხეილ ჯავახიშვილის ნაწარმოებების საფუძველზე, უნივერსიტეტის გამომცემლობა, ISBN: 9789941135101