წიფურია ბელა ედუარდის ასული
წიფურია ბელა ედუარდის ასული

წიფურია ბელა ედუარდის ასული (1967) ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი  და ასპირანტურა (წარჩინებით), დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ცისფერყანწელთა ლიტერატურული სკოლა“ (1993). იყო ამავე უნ-ტის ფილოლოგიის\ ფაკ-ტის დოცენტი, შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის მკვლევარი. იყო მიწვეულ მკვლევრად ლუნდის უნ-ტში (შვედეთი, 1994), პენსილვანიის სახელმწ. უნ-ტში, შედარებითი ლიტ-რის დეპარტამენტში (აშშ-ში, 2002-2003), კრაკოვის საერთაშ. კულტურის ცენტრში (პოლონეთი, 2011),  მიჩიგანის უნ-ტში (აშშ, 2018). იყო საქართვ. განათლებისა და მეცნ. მინისტრის მოადგილე (2004-2008), კოორდინირებას უწევდა სახელმწ. პროგრამებს უმაღლ., პროფ. და ზოგადი განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში. არის ილიას სახელმწ. უნ-ტის პროფესორი (2008-დან). არის ლიტერატურისმცოდნეობის და ქართ. ფილოლოგიის დარგში ილიას სახელმწ. უნ-ტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვ. იყო პროექტ თუნინგის (საგანმან. სტრუქტურების ურთიერთშეწყობა ევროპაში) ლიტერატურისმცოდნეობის ჯგუფის  წევრი (2011-2012). არის 70-მდე სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი ქართ. და საერთაშ. აკადემიურ გამოცემებში. მონაწილეობას იღებს საერთაშ. კონფერენციებში. ორგანიზებას უწევს შედარებითი ლიტერატურის საერთაშ. კონფერენციებს ილიას სახელმწ. უნ-ტში. არის შედარებითი ლიტერატურის ქართ. ასოციაციის წევრი, ჟურნ. „სჯანის“ რედკოლეგიის წევრი, ავანგარდისა და მოდერნიზმის ევრ. ქსელის წევრი. იკვლევს XX-XXI სს-ების ქართულ ლიტერატურას კომპარატივისტული მიდგომებით: მოდერნიზმი და ავანგარდიზმი, პოსტმოდერნიზმი, საბჭ. კვლევები, პოსკოლონიალიზმი.

თხზ.: წიფურია, ბ. (2016). ქართული ტექსტი საბჭოთა, პოსტსაბჭოთა, პოსტმოდერნულ კონტექსტში. თბ., ილიას სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა.