-
ავტორი
- კატეგორიები:
ცეცხლაძე თეა ვლადიმერის ას
ცეცხლაძე თეა ვლადიმერის ას (13.XII.1919, თბილ. -16.X.1989, თბილ.), მუშაობდა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტზე (1941-1950). იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ-ტის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1951-1958). ამავე ინ-ტის გამოყენებითი ბირთვული ფიზიკის განყ-ების უფროსია (1958-დან). ერთდროულად თსუ-ის ფიზიკა-ქიმიის კათედრის პროფესორია (1978-დან). მისი შრომები ეძღვნება მყარი სხეულების რადიაციულ ფიზიკას, თერმობირთვულ მასალათმცოდნეობას, ბირთვულ ქიმიას. ფიზიკოს-ქიმიკოსი, ქიმიის მეცნ. დოქტორი (1975), პროფესორი (1978). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ჯილდოები, პრემიები და პრიზები: საქართვ. მეცნ. დამსახურებული მოღვაწე (1982); საპატიო ნიშნის ორდენი.