ცერცვაძე ილია
ცერცვაძე ილია

ცერცვაძე ილია (20. X. 1917, სოფ. გოგორეთი, ოზურგეთის რაიონი), ენათმეცნიერი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1941). ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას. იყო საქ. სსრ მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტსა და თსუ-ში უფრ. მეცნ.-თანამშრომელი. მისი შრომები ეხება ხუნძურ-ანდიურ-დიდოური და ლაკურ-დარგუული ენების ისტ., ფონეტ. და მორფოლ. საკითხებს. იყო ქართვ. საბჭ. ენათმეცნ. და მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა სპეციალისტი, ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1966), პროფესორი (1968). ც. ი. იყო სკკპ-ის წევრი (1949-დან), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985).

თხზ.: ცერცვაძე, ი. (1965). ანდიური ენა: გრამატიკული ანალიზი ტექსტებით. მეცნიერება.