ცერცვაძე გურამ
ცერცვაძე გურამ

ცერცვაძე გურამ (22.II.1933, თბილისი), ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1995). დაამთავრა  თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1956). მუშაობდა თსუ-ში (1965-დან): ფიზიკური კიბერნეტიკის ლაბორატორიაში ლაბორ. განყ-ბის გამგე (1965-1995), კიბერნეტიკის კათედრაზე პროფესორად (1995-1998), მათ. კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის კათედრაზე კათედრის გამგედ (1998-2006). ც. გ. იყო ნ. მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინ-ტის, ინფორმატიკის დეპარტამენტის მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2008-2013),  საქართვ. ტექ. უნ-ტის, ინფორმატიკის და მართვის ფაკ-ტის სრული პროფესორი (2013-დან).