-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი
წეროძე ნანა პროკოფის ასული (21 IX.1963, სოხუმი), ქიმიკოსი. დაამთავრა სპი-ის ქიმიის ფაკ-ტი (1985), დაიცვა დისერტაცია თემაზე: "საავტომობილო ნებზინების მრავალფუნქციონალური დანამატების მიღება და კვლევა" და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (2006). წლების განმავლობაში იყო: პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ქიმ. ეკოლ. პრობლემათა ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (1988-2010); თსუ–ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ქიმ. ეკოლ. პრობლემათა ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (2010-დან). წ. ნ.–ს სამეცნ. ინტერესები მოიცავს ეკოლ. სხვადასხვა ტიპის ამოცანების შესწავლას და ქიმ. და მიკრობიოლოგიური მეთოდებით მათი გადაჭრის გზების ძიებას. მნიშვნელოვანი კვლევები აქვს ჩატარებული შემდეგი მიმართულებით: აფლატოქსინების ადსორბცია სულფიდური ლიგნინისა და იონიზირებული კლინოპტილოლიტის ბაზაზე დამზადებული პრეპარატებით, გააქტივებული ნახშირითა და გრაფენის ოქსიდით და ბიოეთანოლის წარმოება არასასურსათო მცენარეული ნედლეულიდან. წ. ნ.-ს თანაავტორობით გამოქვეყნებულია სამეცნ. სტატიები:„Natural waste use for mycotoxins adsorption“ (Georgian Scientists, 2022, 4(5)); „Aflatoxins Adsorption by Lignin Treated with Sodium Hydrocarbonate Using Technogenic Raw Materials“ (Bull. Georg. Nat. Acad. Sci, 2024, 18(2)) და სხვ. მონაწილეობს ეროვ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებებში. მონაწილეობდა ეუთო-ს დაფინანსებით საქართველოში ყოფილი საბჭ. სამხ. ბაზების მონიტორინგის და რაკეტული საწვავის ნეიტრალიზაციის პროექტებში (2004-2008).