წერეთელი ზურაბ შაქროს ძე
წერეთელი ზურაბ შაქროს ძე

წერეთელი ზურაბ შაქროს ძე (26.X.1955, ლანჩხუთი), ინჟინერ-ეკონომისტი, ეკონომიკის მაგისტრი. დაამთავრა თსუ-ის საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტი (1979). საქართვ. ცენტრ. სტატისტ. სამმართველოს საბუღალტრო სასწავლებლის მასწავლებელი და პროფკომიტეტის თავ-რე (1979-1987); საქართვ. ცენტრ. სტატისტ. სამმართველოს მრავალწლიანი ნარგავების აღწერის სამმართველოს უფრ. (1987-1998); საქართვ. მეცნ. აკად. პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტის ბიზნესისა და მარკეტინგის უმაღლ. სკოლის დეკანის მოადგილე, წარმოების ეკონომიკის ლექტორი (1993-1997); საქართვ. ეკონომიკის სამინისტროს ინდიკატური დაგეგმვის სამმართველოს უფრ. (1998-2004); საქართვ. ეკონ. განვითარების სამინისტროს ეკონ. პოლიტიკისა და ანალიზის დეპარტამენტის უფრ. (2004); საქართვ. ეკონ. განვითარების სამინისტროს ეკონ. პოლიტიკის სამმართველოს უფრ. (2005-2007); მიუსაფარ ბავშვთა ოჯახური ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრ „ლამპიონის“ მთ. ბუღალტერი (1998-2007); პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინ–ტის ოფის-მენეჯერი (2007-2008); პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტის დირექტორის მოადგილე, მეცნიერ–თანამშრომელი (2008-2026). არის ოცდახუთზე მეტი სამეცნ. ნაშრომის (სტატიის) ავტორი.

თხზ.: წერეთელი, ზ. (2023). პანდემიითა და უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები და შემდგომი პერსპექტივები. თსუ–ის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტის კონფერენციის მასალათა კრებ.; წერეთელი, ზ. (2024). ეროვნული საინოვაციო სისტემის განვითარებისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლების პრობლემები. თბ., თსუ–ის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტის კონფერენციის მასალათა კრებ., წერეთელი ზ. (2024). საწარმოს ეკონომიკური უსაფრთხოების პრობლემები და მათი დაძლევის გზები. ეკონომისტი №1, ტ. 20. თბ., უნ–ტის გამ–ბა; წერეთელი, ზ. (2024). თანამედროვე ტექნოლოგიები ფინანსურ სექტორში და მასთან დაკავშირებული ფინანსური საფრთხეები. თბ., თსუ პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტის შრომების მასალათა კრებ., ტ. XVII.; წერეთელი, ზ. (2025). მცირე ბიზნესის განვითარების ძირითადი პრობლემები და გავრცელებული გამოწვევების გადაჭრის გზები. თბ., თსუ–ის პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტის კონფერენციის მასალათა კრებ.