-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
წერეთელი სიმონ (4.III.1945, ს. დერჩი, წყალტუბოს რაიონი). სწავლობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე (1962-1968). დღემდე მუშაობს თსუ-ში (1975-დან): იყო ფიზიკის ფაკ-ტზე უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლი, მეცნიერ-თანამშრომლი, უფრ. მეცნიერ-თანამშრომლი (1975-2005), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის არჩეული ასოცირებული პროფესორი (2006-2012) და დღემდე ემერიტუს პროფესორია (2012-დან). დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია ლენინგრადში, სპეციალობით "ბირთვული ფიზიკა და ელემენტარული ნაწილაკები" (1984). არის 50-ზე მეტი სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი გამოყენებით ბირთვულ ფიზიკაში და ბირთვულ ასტროფიზიკაში. იყო ფიზიკის ფაკ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (1987-2005), შემდეგ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე და ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვ. (2005-2007). სხვა და სხვა წლებში ფიზიკის ფაკ-ტზე კითხულობდა ლექციების შემდეგ კურსებს: შესავალი ფიზიკაში, ბირთვული ფიზიკა და ელემენტარული ნაწილაკები, გამოყენებითი ბირთვული ფიზიკა, ბირთვული ასტროფიზიკა, რადიაციული ეკოლოგია და სხვა.