წერეთელი პაატა
წერეთელი პაატა

წერეთელი პაატა (5. IX . 1962, თბილისი). წარჩინებით დააამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1984).მუშაობდა თსუ-ის მყარი სხეულების ფიზიკის კათედრაზე მეცნიერ მუშაკის თანამდებობაზე (1984-1998). დაიცვა დისერტაცია მყარი სხეულების ფიზიკაში („p-InSb-ში სუბმილიმეტრული კოგერენტული გამოსხივება თხევადი ჰელიუმის ტემპერატურაზე“) და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. კანდიდატის ხარისხი(Ph.D.) (1994). გამოქვეყნებული აქვს 5 სტატია სამეცნ. ჟურნალებში (1994). პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თსუ-ის სამხ. კათედრის კავშირგაბმულობის განყ-ბაში (1991-1993).