წერეთელი ოთარ დიმიტრის ძე
წერეთელი ოთარ დიმიტრის ძე

წერეთელი ოთარ დიმიტრის ძე  (22.X.1926,  ახალციხე-30.IV. 1991, თბილისი), მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი. თსუ-ის პროფესორი, საქ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1988),  საქ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1988), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1977). დაამთავრა თსუ ფიზ.-მათ. ფაკ-ტი (1949), ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ასპირანტურა (1950-1953); ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1956), პროფესორი (1982), იყო: საქართველოს ინდუსტრიული ინ-ტის ლექტორი (1953-1956), ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის  უმცროს  (1956-1957),  უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1957-1985) და  ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის განყ-ების გამგე  (1985-1991), თსუ-ის პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის მექან.-მათ. ფაკ-ტის ხელმძღვ. (1960-1991),  სამეცნ. სემინარის "ფუნქციათა თეორია"  ხელმძღვ. (1966-1991). მის  სამეცნ. ინტერესებს განეკუთვნებოდა: ფუნქციათა თეორია და ფუნქციონალური ანალიზი, ნამდვილი და კომპლექსური ანალიზი, აბსტრაქტული ჰარმონიული ანალიზი, ზომის თეორია. მის მიერ შემოღებულ იქნა Zp კლასები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მის მიერ შექმნილ ფუნქციათა მეტრიკულ თეორიაში. მან ფუნდამენტური შედეგები მიიღო შემდეგ საკითხებში: შეუღლებული და ჰარდი-ლიტვულდის მაქსიმალური ფუნქციების მეტრიკული თვისებები, შიდა ანალიზური ფუნქციების თვისებები, ბორელის არაუარყოფითი ზომის ჰილბერტის გარდაქმნის განაწილების ფუნქციები, ფურიეს მწკრივთა უპირობოდ კრებადობა, A-ინტეგრალი და ფურიე (A) მწკრივი, და სხვა. მის მიერ მიღებული შედეგები გამოქვეყნებულია 44 სამეცნიერო ნაშრომში. იგი იყო საქართვ. მეცნ. დამსახურებული მოღვაწე (1988).

თხზ.: Tsereteli O. (1962). О неопределенном А-интеграле и рядах Фурье(А). Studia Math. t.22, 59-81;  Tsereteli O. (1975). Метрическая свойства сопряжённых функции,  Итоги науки и техники: т. 7, стр. 18-57; Tsereteli O. О некоторых свойствах внутренных аналитических функций, თბილისის ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტ-ის შრომები: ტ. 65, გვ. 131-142, 1982.