-
ავტორი
- კატეგორიები: პოეტი პუბლიცისტი კურსდამთავრებული
წერეთელი ნუგზარ აკაკის ძე (09. IX, ქ. თბ., 1935), მწერალი, პოეტი, საქართვ. დამსახ. ჟურნალისტი (1983), ღირსების ორდენოსანი (1996). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ.-ტი (1957); სკკპ ცკ-სთან არსებული უმაღლ. პარტსკოლა (1974). ეწეოდა კომკავშირულ და პარტ. საქმიანობას (1962-1974); იყო საქ. სსრ საავტორო უფლებების რესპ. სააგენტოს უფრ. (1974-1986); საქართვ. სსრ რესპ. საზ-ება "ცოდნის", გამგეობის თავ-რე (1986-1993); მოქალაქეთა გაერთიანება-საქართვ. ლექტორთა კავშირის თავ-რე (1993-); საქართვ. მეცნ. აკად. შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტის წამყვანი მეცნიერ-მუშაკი (1993-1996); გამოსცა პოეტ. კრებ.: "ყველა სიმღერა იწყება შენით" (1980), "მარად და ყველგან" (1985), "ფიქრიანი შემოდგომა" (1986); თარგმანები სლოვაკურ კრ.: "სლოვაკური პოეზიის ანთოლოგია" (მ. ფოცხიშვილთან ერთად, 1985); მ. ვალეკის, ვ. მიჰალიკის კრებ. და პოლონური პოეზიიდან; მხატვრულ-დოკუმენტური თხზ. გ. რჩეულიშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე "მე ახლაც ოცდაექვსი წლისა ვარ" (1980, 1984); მონოგრაფია "სიმონ ჩიქოვანის შემოქმედება" ( 1981) და სხვა.
თხზ.: წერეთელი, ნ. (1990). უწყვეტი ძახილი: ლექსები. თბ., მერანი; წერეთელი, ნ. (1990). აი, მე გურამი ვდგავარ თქვენს წინ: გურამ რჩეულიშვილის ცხოვრება და შემოქმედება. თბ., ცოდნა; წერეთელი, ნ. (2010). გზა განვლილი და გასავლელი. თბ., ცოდნა, ISBN: 9789941411359;
ლიტ.: წერეთელი ნუგზარ აკაკის ძე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11. თბ., 1987, გვ. 308; ყიფიანი, თ. (2000). წიგნი ღირსებისა: ტ. 1. თბ.