-
ავტორი
- კატეგორიები: გეოფიზიკოსი დოქტორი
წერეთელი ნინო სიდამონის ასული (22.VII.1966, თბილისი), გეოფიზიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1988) და ასპირანტურა (1992); ფიზ.–მათ. მეცნ. კანდიდატი (1995); მეცნ. აკადემ. დოქტორი (2008); მუშაობს მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტში რეგიონული სეისმოლოგიის განყ-ბაში (1988–დან). გეოფიზიკის ინ-ტის სეისმოლოგიის, სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების რისკის სექტორის ხელმძღვ. და მთ. მეცნიერ–თანამშრომელად (2012); არის მოწვეული პროფესორი თსუ-ში (2014) და საქართვ. აგრარულ უნ-ტში (2015). იყო მკვლევრის სტატუსით სხვადასხვა უნ–ტებში: სამეფო კოლეჯში (ლონდონი, ინგლისი, 1999.); კარლსრუეს გეოფიზიკის ინ-ტში, მოიპოვა DAAD სტიპენდია (გერმანია, 2008); ბოღაზიჩის უნ-ტის კანდილის ობსერვატორიაში (სტამბოლი, 2010); შუა აღმ. ტექნიკურ უნ-ტში (METU) (ანკარა, 2010); ტრიესტეს თეორიული ფიზიკის საერთაშ. ცენტრში (იტალია, 2011); TUBITAK-ის ზღვისა და დედამიწის მეცნ. ინ-ტში (თურქეთი, 2013); მიწისძვრის ინჟინერია და კატასტროფების მართვა, JICA (სტამბოლი, 2015). მონაწილეობა მიიღო ევრ. სამაგისტრო-სადოქტორო კურსში (სტრასბურგი, საფრანგეთი, 2009); მიღებული აქვს მ. ნოდიას სახ. პრემია (2024) და საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის საპატიო სიგელი, (2025). იგი გეოდეზიისა და გეოფიზიკის საერთაშ. გაერთიანების (IUGG) ეროვნ. კომიტეტის მდივანია (2007); გეოფიზიკური საზ-ების და ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი (2008); სეისმოლოგიისა და დედამიწის ფიზიკის საერთაშ. ასოციაციის (IASPEI) ეროვნ. კოორდინატორი(2010); ევროპის დედამიწის შემსწავლელ მეცნ. კავშირის, აშშ სეისმოლოგიური საზ-ების, აშშ დედამიწის მეცნ. კავშირის (AGU), ევროპის სეისმოლოგიის კომისიის წევრი (2012); ევროპის სეისმოლოგიის კომისიის ასოცირებული კოორდინატორი (2024).
თხზ.: Tsereteli, N. (Co-author). (2014). Vulnerability analysis and GIS based seismic risk assessment Georgia case. Improving Disaster Resilience and Mitigation - IT Means and Tools. NATO Science for Peace and Security Series C: Environmental Security. Springer, vol. XVI; Tsereteli, N. (Co-author). (2017). Growth structures, piggy- back basins and growth strata of Georgian part of Kura foreland fold and thrust belt: implication for Late Alpine kinematic evolution. In: Tectonic Evolution of the Eastern Black Sea and Caucasus. Geological Society Special Publication, 2017, 428(1); Tsereteli, N. (Co-author). (2021). The 2020 National Seismic Hazard Model for Georgia (Sakartvelo) Building Knowledge for Geohazard Assessment and Management in the Caucasus and other Orogenic Regions. Springer. Part of the NATO Science for Peace and Security Series C: Environmental Security book series (NAPSC). Chapter 8; Tsereteli, N. (Co-author). (2021). Preliminary Results of Site Effects Assessment in Mtskheta (Georgia). Building Knowledge for Geohazard Assessment and Management in the Caucasus and other Orogenic Regions. Springer. Part of the NATO Science for Peace and Security Series C: Environmental Security book series (NAPSC). Chapter 19.; Tsereteli, N. (Co-author). (2021). Active kinematics of the greater Caucasus from seismological and GPS data: A review. NATO Science for Peace and Security Series C. Environmental Security: Building Knowledge for Geohazard Assessment and Management in the Caucasus and other Orogenic Regions; Tsereteli, N. (Co-author). (2021). NATO Science for Peace and Security Series C: Environmental Security. Building Knowledge for Geohazard Assessment and Management in the Caucasus and other Orogenic Regions.