-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი
წერეთელი ნინო ნუგზარის ასული (22. VIII. 1966, თბილისი), ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1988); ასპირანტურა (1991); თბილ. უცხო ენათა ინ-ტის სინქრონული თარგმნის უმაღლ. კურსები (1990-1992). მისი სადისერტაციო ნაშრომის სათაურია: „რუსულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობები XX საუკუნის 20-30-იან წლებში: ვიქტორ შკლოვსკი და ქართული ლიტერატურული სინამდვილე“ (1997). იგი იყო ფილოლ. დოქტორი (1997); თსუ-ის თარგმანისა და ლიტ. ურთიერთობების კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი (1992-2005); თსუ-ის თარგმანისა და ლიტ. ურთიერთობების კათედრის დოცენტი (2005-2006); მოწვეული ლექტორი (2006-2008); ასისტენტ-პროფესორი (2008-2012); ასოცირებული პროფესორი (2012-დან); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის საბჭოს წევრი (2017-2024); ასოცირებული პროფესორია (2012-დან). წ. ნ. არის ავტორი და თანაავტორი არაერთი ნაშრომისა, მაგ.: „სოციალისტური რეალიზმის თეორიული ისტორია: ქართული ლიტერატურის მაგალითზე“ ორ ტომად. წიგნი 1: „სოციალისტური რეალიზმის იდეურ-ესთეტიკური თავისებურებანი“ (2010), წიგნი 2: სოციალისტური რეალიზმის განვითარების ეტაპები საქართველოში“ (2010); "რთული შემთხვევა" ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში“ (სპექტრი, 2021, N 5); „მოთხრობები“ (ლიტერატურული გაზეთი, 2025, 23 მაისი - 5 ივნისი, N 10) და ა.შ.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): წერეთელი, ნ. (2014). წერეთლური: [მხიარული თავგადასავლები]. [თბ.], გრიფონი, [2014], ISBN: 9789941449178; წერეთელი, ნ. (თანაავტორი). (2018). იმაგოლოგია: კულტურათა დიალოგის თავისებურებანი: (პოსტკოლონიური ქართული ლიტერატურის მაგალითზე). თბ., მერიდიანი, ISBN: 9789941254314.