წერეთელი ივანე
წერეთელი ივანე

წერეთელი ივანე (26.XII.1955 ქ. თბილისი). მათემატიკოსი, თსუ-ის პროფესორი (2002),  ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (2002). დაამთავრა: ქ. თბილ. 55-ე საშ. სკოლა (1972), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1978), ასპირანტურა გეომეტრ.-ტოპოლოგიის განხრით (1982). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1986). იყო:  თსუ-ის მექან.-მათ.  ფაკ-ტის ლაბორანტ. (1979-1987), დოცენტი (1988-2002), პროფესორი (2002-2006). სამეცნ. მუშაობას ეწეოდა პროფ. ლ. ზამბახიძის ხელმძღვანელობით. მუშაობს საქ. საპატრიარქოს ქართ. უნ-ტის პროფესორის თანამდებობაზე (2006-დან), იყო ამ უნ-ტის ინფორმატიკის, მათ. და საბუნებისმეტყველო მეცნ. სკოლის დეკანი (2010-2018). შეფასებისა და გამოცდების ეროვნ. ცენტრის სამაგისტრო მიმართულების ჯგუფის ხელმძღვ. (2006-დან). არის საერთაშ. ჟურნ. “Advanced Studies: Euro-Tbilisi Mathematical Journal” სარედაქციო საბჭოს წევრი (2021-დან). მისი  სამეცნ. ინტერესები მოიცავს სიმრავლურ-თეორიული ტოპოლოგიის ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ტოპოლოგიურ სივრცეთა განზომილების თეორია, განზომილების ტიპის ტოპოლოგიური ინვარიანტები, განზომილების აქსიომური დახასიათება; მის მიერ შემოღებულია ტოპოლოგიურად სასრული სივრცის ცნება და შესწავლილია ასეთ სივრცეთა ზოგიერთი თვისება. იგი არის  30-მდე სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი.

თხზ.: Tsereteli, I. (თანაავტორი). (2000). Axiomatic characterizations of dimension in special classes of spaces, Questions and Answers in General Topology, 18, pp. 255-278,Osaka, Japan; Tsereteli, I. (2002). Counterexamples in Dimension Theory, Questions and Answers in General Topology, 20,pp.139-159, Osaka,  Japan; Tsereteli, I. (2012). Topological finiteness, Bernstein sets and topological rigidity (Topology and its Applications), 159 (6), pp. 1645-1653, Elsevier.