-
ავტორი
- კატეგორიები: პროფესორი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ეკონომისტი
წერეთელი გიორგი შაქროს ძე (20.I.1952, ლანჩხუთი - 12.VI.2008, თბილისი), ეკონომიკურ მეცნ. დოქტორი, პროფესორი. წარმატებით დაამთავრა ვ. მ. კომაროვის სახ. ფიზიკა-მათ. სკოლა (1969), თსუ ეკონ. კიბერნეტიკის სპეციალობით (1975). მოღვაწეობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკად. პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ-ტში (1980), სადაც ის მუშაობდა უმცროს, უფროს, წამყვან, მთავარ მეცნიერ-თანამშრომლად, დირექტორის მოადგილედ, დირექტორის პირველ მოადგილედ და დირექტორად (1996-2008). გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი. მათ შორის 20 წიგნი (5 თანაავტორობით). ერთ-ერთ მონოგრაფიას „ბუნებათსარგებლობის პროცესების ოპტიმიზაციის ეკონომიკური საკითხები” მიენიჭა საქართვ. მეცნ. აკად. სპეც. მედალი და პრემია ახალგაზრდა მეცნიერთა შორის (1984). მიღებულ აქვს საქართვ. სახელმწ. პრემია მეცნ. და ტექნიკის დარგში (2003). წ.გ.–ის სამეცნ. ნაშრომები ძირითადად ეძღვნება ეკონომიკურ-მათ., ეკონომიკურ-ეკოლ., მაკროეკონომიკის, ეკონ. თეორიისა და სხვა პრობლემების კვლევას. მისი მონოგრაფიებიდან აღსანიშნავია:„გარემო ბუნების დაცვის პროცესთა ეკონომიკური რეგულირების საკითხები საბაზრო ურთიერთობების პირობებში (2003); „პოსტკომუნისტურ ქვეყანაში უმუშევრობით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების განსაზღვრისა და შემცირების გზები (საქართველოს მაგალითზე)“ (2004); „ეკონომიკურ-მათემატიკური მეთოდების საფუძვლები და მათი ეკონომიკაში გამოყენების ზოგიერთი პრაქტიკული მაგალითი" (2000) და სხვა. იგი, სამეცნ. მუშაობასთან ერთად, ეწეოდა აქტიურ საზ–ებრივ მუშაობას. იყო საქართვ. სწავლულ ექსპერტთა საბჭოს და მისი დარგობრივი ეკონ. სექციის წევრი, სეს-ის სანოსტრიფიკაციო კომისიის წევრი (1996-2003). საქართვ. სწავლულ ექსპერტთა საბჭოსთან არსებული ეკონომიკის საკოორდინაციო საბჭოს თავ–რის მოადგილე (1998-2001); იყო საქართვ. ეკონომიკის, ფინანსთა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის სამინისტროებთან, ანტიმონოპოლიურ სამსახურთან და კონტროლის პალატასთან არსებული სამეცნ.-საკონსულტაციო საბჭოების წევრი (2003); საქართვ. მეცნ. აკადემიასთან არსებული ეკონომიკის საკოორდინაციო-სამეცნ. საბჭოს თავ–რის მოადგილე (1998-2006); საქართვ. მეცნიერ-ეკონომისტთა ასოციაციის თანათავმჯდომარე (2000-2008); საქართვ. მეცნ. აკად. პ. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინ–ტთან არსებული სადისერტაციო საბჭოს თავ–რე (2001-2003); საქართვ. სწავლულ ექსპერტთა საბჭოსა და მისი პრეზიდიუმის წევრი, ამავე საბჭოს ეკონომიკის დარგობრივი სექციის თავ–რე (2003-2006); გარდაცვალებამდე საქართვ. პრეზიდენტთან არსებული ეკონომიკის სამეცნ.-საკონსულტაციო საბჭოს წევრი (2004-2008). წ.გ. ინტენსიურ მეცნიერულ და მეცნიერულ-ორგანიზაციულ მუშაობასთან ერთად, ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას თსუ–სა და საქართვ. ტექნ. უნ–ტებში. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის რესპუბლიკის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში. გარდა იმისა, რომ აღზრდილი ჰყავს სტუდენტ-ეკონომისტთა რამდენიმე თაობა, მისი, როგორც დირექტორის, საერთო ხელმძღვანელობით მომზადდა ხუთ ათეულზე მეტი სამეცნ. ხარისხის მქონე მაღალკვალიფიციური ეკონომისტი, ხოლო მისი უშუალო ხელმძღვანელობით – ორი მეცნ. დოქტორი და ხუთი მეცნ. კანდიდატი. იგი საქართველოში ეკონ. მეცნიერების განვითარებასა და ეკონომიკის დარგში მიმდინარე რეფორმების განხორციელებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნ.-პედ. და საზ–ებრივი საქმიანობისათვის დაჯილდოვდა საქართვ. ღირსების ორდენით (2001).
თხზ.: წერეთელი გ. (1987). გარემო ბუნების დაცვის ეკონომიკური პრობლემები. თბ., მეცნიერება; წერეთელი გ. (1988). გარემო ბუნების ხარისხის სტანდარტიზაციის საკითხები. თბ., უნ–ტის გამ–ბა; წერეთელი გ. (1988). ეკონომიკურ - ეკოლოგიური პროგნოზირების საკითხები. თბ., უნ–ტის გამ–ბა; წერეთელი გ. (1989). გარემოს ბუნების გაჭუჭყიანება და მასთან ბრძოლის ხერხები. თბ., უნ–ტის გამ–ბა; წერეთელი გ. (1992). ბუნებათსარგებლობის მრავალმიზნიანი ოპტიმიზაცია სფეროს "ბუნება-საზოგადოება-წარმოება" - ფუნქციონირების მიზანმიმართული რეგულირების სისტემაში. თბ., მეცნიერება; წერეთელი გ. (1995). საზოგადოების, ბუნებისა და წარმოების სისტემური ურთიერთკავშირის ასპექტები და გარემო ბუნების დაცვაზე ორიენტირებული საბაზრო-ეკონომიკური ურთიერთობები. თბ., მერიდიანი; წერეთელი გ. (1999). ეკონომიკურ - მათემატიკური მეთოდების საფუძვლები და მათი ეკონომოკაში გამოყენების ზოგიერთი პრაქტიკული ასპექტი. თბ., მეცნიერება; წერეთელი გ. (2000). ეკონომიკის მათემატიკური მოდელირების მეთოდოლოგიური საფუძვლები და მათი რეალიზაციის პრაქტიკული მაგალითები. თბ., მეცნიერება.