-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი გეომორფოლოგი
წერეთელი ემილ დავითის ძე (20.I.1932, ამბროლაური - 5.V.2022, თბილისი), გეომორფოლოგი, გეოლოგი, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (2003). ღირსების ორდენოსანი (2011), თსუ-ის მედალი (2022). დაამთავრა გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტი სპეციალობით გეომორფოლოგია (1955). თსუ-ის ასპირანტურა (1960-1963). მუშაობდა სსრკ გეოლოგიის სამინისტროს მე-4 სამმართველოს მე-7 რ-ნის ექსპედიციის გეოლოგად (1955), ინჟინერ-გეოლოგად (1956-1958), მე-6 რ-ნის ექსპედიციის გეოლოგიური რაზმის უფროსად (1958-1960), საქ. მინისტრთა საბჭოსთან არსებული გეოლ. სამმართველოს საინჟ.-გეოლ. პარტიის უფროსად (1964-1968), კომპლექსური ჰიდროგეოლოგიური და საინჟ.-გეოლ. სადგურის მთ. გეოლოგად (1969-1971), ჰიდროგეოლოგიისა და საინჟ.-გეოლ. განყ-ის უფროსად (1972-1978), ექსპედიციის უფრ. მოადგილედ (1978-1991), საქართვ. გეოლ. დეპარტ.ს სამეცნ.-საწარმოო სამმართველოს „საქინჟგეოდაცვის“ უფროსად (1992-1997), ბუნ. სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო-გეოლოგიის კვლევების ცენტრის გენ. დირექტორად (1998-2005), საქ. გარემოს დაცვისა და ბუნ. რესურსების სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ბუნ. სტიქიური პროცესების, საინჟ.-გეოლ. და გეოეკოლოგიური კვლევების სამმართველოს უფროსად (2006-2008), საქართვ. გარემოს დაცვ. და ბუნ. რესურსების სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნ. სააგენტოს გეოლოგიური საშიშროებისა და გეოლ. გარემოს მართვის დეპარტ. უფროსად (2008-2014), ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინ-ტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყ-ში (1992-2022): უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1992-2018), მთ. მეცნიერ-თანამშრომლად (2018-2022), გეოგრაფიის ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (2018-2022), საქართვ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნ. სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფრ. მოადგილედ (2014-2022). წ. ე.-მ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ცენტრალური კავკასიის სამხრეთი ფერდის გეომორფოლოგია“ (1966), სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ბუნებრივ-კატასტროფული მოვლენების და მდგრადი განვითარების პრობლემა საქართველოში და მოსაზღვრე ტერიტორიებზე" (2003). ეწეოდა პედ. საქმიანობას, კითხულობდა ლექციების კურსს თსუ-ში საინჟ.-გეოლოგიაში (1966-დან), მეოთხეული პერიოდის გეოლოგიაში, ბუნების კატასტროფული მოვლენების და გეოეკოლოგიის საფუძვლებში. გამოქვეყნებული აქვს 300-მდე სამეცნ. სტატია - რუსეთში, უზბეკეთში, თურქეთში, ჩინეთში, შვედეთში, ინგლისში, იტალიაში, აშშ და კანადაში, მათ შორის UNESCO-ს და UNEP-ის ხაზით და იმპაქტ-ფაქტორის მქონე სამეცნ. ჟურნ-ში. იყო არაერთი პროფ. კავშირის და საზ-ების წევრი: საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის მეოთხეული პერიოდის შემსწავლელი და მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების კომისისი წევრი; რუს. მეცნ. აკადემიის გეოდინამიკის შემსწავლელი კომისიის ასოცირებული წევრი; ღვარცოფული პროცესების შემსწავლელი საბჭოს ასოცორებული წევრი; საქარტვ. გარემოს დაცვისა და ბუნ. რესურსების და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის სამეცნ.-ტექ. საბჭოს წევრი, საინჟ.-გეოლ. და გარემოს საერთაშ. ასოციაციის წევრი (IAEG), მეწყერების და ღვარცოფების საერთაშ. კონსორციუმის (ICL) წევრი, ალ. ჯავახიშვილის სახ. საქართვ. გეოგრ. საზ-ების წევრი, საქართვ. გეოლ. საზ-ების წევრი, საქ. ეკოლ. და საინჟ. მეცნ. აკადემიის წ.-კორ., საქართვ. სამთო საზ-ების წევრი. წ. ე. იყო არაერთი მონოგრაფიისა და შრომათა კრებულის მთ. რედ., რედაქტორი, რედკოლეგიის წევრი და/ან რეცენზენტი, მათ შორის „კარსტულ-სპელეოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონის“ (2019), მე-5-9 კლ. დამრიგებლის წიგნის „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცველი სწავლების ინტერაქტიული მეთოდებით“ (2011, თანაავტორი). წ. ე. მონაწილეობდა არაერთ საერთაშ. ფორუმში.
თხზ.: წერეთელი, ე. (თანაავტორი). (2012)საქართველოს სამხედრო გეოგრაფია , თბ., უნივერსალი; Tsereteli E. (2012).Vulnerability, hazards and multiple risk assessment for Georgia. Natural Hazards, 64, pp. 2021–2056; Tsereteli, E. (თანაავტორი), (2015). Challenges of Geologic Catastrophes in Georgia and Ways of Their Reduction. Chapter In: Lollino, G., et al. Engineering Geology for Society and Territory - Volume 2. Springer, Cham.; Tsereteli, E. (თანაავტორი). (2015). Climate as an Integral Synthesizer in Development-Reactivation Processes of Landslide and Diagnostic Criterion of Its Evaluation. Chapter In: Lollino, G., et al. Engineering Geology for Society and Territory - Volume 2. Springer, Cham.; წერეთელი, ე. (თანაავტორი). (2016). კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გზამკვლევი. თბ. ქოლორი. Tsereteli, E. (თანაავტორი). (2021). Landslide and Mudflow Hazard Assessment in Georgia. In: Bonali, F.L., Pasquaré Mariotto, F., Tsereteli, N. (eds). Building Knowledge for Geohazard Assessment and Management in the Caucasus and other Orogenic Regions. NATO Science for Peace and Security Series C: Environmental Security. Springer, Dordrecht; Tsereteli, E. (თანაავტორი). (2022). Natural Disasters (Mudflow, Landslide, Etc.). In: Bolashvili, N., Neidze, V. (eds) The Physical Geography of Georgia. Geography of the Physical Environment. Springer, Cham.
მასზე: ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., განათლება.