წერეთელი ბაადურ (22.III.1976 თბილ.). ბ.წ-მ დაამთავრა თსუ–ის სოციალურ-ეკონ. და პოლიტ. გეოგრაფიის კათედრაზე ბაკალავრიატი (1993-1997), სოციალურ-ეკონ. და პოლიტ. გეოგრაფიის კათედრის მაგისტრატურა, სოც. გეოგრაფიის მიმართულებით(1997-1999), იყო თსუ–ის სოციალურ-ეკონ. და პოლიტ. გეოგრაფიის კათედრის ასპირანტი(1999-2002). წ.ბ. არის გეოგრაფიის მეცნ. კანდიდატი თემაზე „საქართველოს ენერგოუსაფრთოხების უზრუნველყოფისა და გეოპოლიტიკური ორიენტაციის ძირითადი საკითხები“. იგი თსუ-ში ამჟამად იკავებს მოწვეული ლექტორის პოზოციას კულტურის გეოგრაფიაში (2019-დან); იყო თსუ–ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ–ტის სოციალურ-ეკონ. და პოლიტ. გეოგრაფიის კათედრის გამგის მოადგილე, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (2004-2005); ასევე იკავებდა ასისტენტ პროფესორის პოზიციას თსუ–ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტზე, კითხულობდა ლექციებს: კულტურის გეგრაფიაში; საზ. გეოგრაფიის შესავალში და საქართვ. საზ. გეოგრაფიაში (2000-2019); ასევე იყო კავკასიის უნ-ტის ლექტორი (2020). წ.ბ. იყო საქართვ. პარლამენტის ევპოპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ექსპერტი (საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის გამოწვევები ევროკავშირშის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტისას, 2020), კომპანია „ბორჯომის“ ექსპერტი-კონსულტანტი ლოჯისტიკის და ექსპორტის საკითხებში (2005-2019); ევროკავშირის TACIS პროექტის საქართვ. გზის ტრანპორტირების სისტემის რეაბილიტაცია და ტექნიკური მომსახურება (2002-2003); ასოციაცია სოციალურ-ფსიქოლ. დახმარების ცენტრი „ნდობას“ დირექტორის მოადგილე (2001-2002); DFID - პროფესორ პ. გრეიგი რეგიონალური კონსულტანტი (2001-2002); თსუ-ში იკავებდა მასწავლებლის პოზიციას (1997-2002), ინ-ტი „თბილისი“-მასწავლებელი (1998-1999), აზია -აფრიკის ინ-ტი მასწავლებელი (1997-1998), აშშ-ს საელჩო საქართველოში - თარჯიმანი (1993-1995).
თხზ.: წერეთელი, ბ. (2002). Внешнеэкономические связи Грузии: тенденции, приоритеты, перспективы. Центральная Азия и Кавказ, № 5 (23); წერეთელი, ბ. (2002). Внешние экономические связи Грузии. საქართველოს გეოგრაფია, №1, თბ.; წერეთელი, ბ. (2003). სოციალურ-ეკონომიკური განვითარება-საზოგადოებრივი პროგრესის საფუძველი-საზოგადოებრივი გეოგრაფია. თბ.; წერეთელი, ბ. (2005). Security of Power Supply and Energy Development of Georgia. კავკასიის გეოგრაფიული ჟურნალი №5; წერეთელი, ბ. (თანაავტორი). (2009). კონსტრუქციული გეოეკონომიკა ტრანსნაციონალური მიგრაციები და დიასპორული ეკონომიკა. სამეცნ. მონოგრაფია;წერეთელი, ბ. (2010). ბრენდის როლი რეგიონის კულტურული ლანდშაფტის ჩამოყალიბებაში და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში (ბორჯომის მაგალითზე). სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. ფაკ-ტის კონფერენციის მოხსენებათა კრებული.