წერეთელი ალექსანდრე საველის ძე
წერეთელი ალექსანდრე საველის ძე

წერეთელი ალექსანდრე საველის ძე (11.III.1939, თბილისი), მათემატიკოსი,  პედაგოგი. თსუ-ის დოცენტი (1970), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1968). მისი საკანდიდატო დისერტაცის თემაა: „Об одном вопросе аппроксимации функций многих переменных“.   დაამთავრა: თბილ. 55- საშ. სკოლა (1957); თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1957-1962) და უმაღლ. პოლიტ. განათლების მარქსიზმ-ლენინიზმის ორწლიანი უნი-ტი (1979-1981). იყო: თსუ-ის მიახლოებითი ანალიზისა და გამოთვითი ტექნ.  კათედრის ლაბორანტი (1962-1965); უფრ. ლაბორანტი (1965-1966); ასისტენტი (1966-1970) და დოცენტი (1970 -1985); თსუ-ის გამოთვლითი მათ. კათედრის დოცენტი (1985- 2005); მექან.-მათ. ფაკ-ტის პროფბიუროს თავ-რე (1973-1976) და დეკანის მოადგილე (1979-1981). კითხულობდა ლექციებს გამოთვლითი მათ. მეთოდებში. მისი სამეცნიერო ინტერესები ეხება ფუნქციების აპროქსიმაციის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 12 სამეცნ. ნაშრომი: „Апроксимация функции многих переменных посредством сумм и произведении функции от одной переменной“ (Труды ТГУ, 1968, т. 12); „Об одном вопросе апроксимации функции двух переменных функциями вида“ (Сообщ. АНГССР, 1972, т. 68, N3); „მათემატიკის სწავლების მემკვიდრეობითობის საკითხისათვის“ (ფიზიკა და მათემატიკა სკოლაში, 1981, N3); განტოლება მათემატიკის დაწყებით კურსში“ (დაწყებითი სკოლა, სკოლამდელი აღზრდა : სკოლა და ცხოვრების ყოველკვირეული დამატება, 1987, N3).

თხზ.: წერეთელი, ალ. (1968). არითმეტიკის სწავლების ზოგიერთი საკითხი IV კლასში:[მეთოდ. მით. პედ. ინ-ტების სტუდენტთათვის]. თბ., განათლება; წერეთელი, ალ. (2017). მათემატიკის ცნობარი:აბიტურიენტებისა და სკოლის მოსწავლეთათვის. თბ., დიოგენე, ISBN: 9789941113581.