-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი
წერედიანი დავით ბესარიონის ძე (19.VIII.1937, სოფ, ქოლობანი, ახლანდ. აბაშის მუნიციპ. - 30.XII.2019, თბილისი), ფილოლოგი. დაამთავრა თსუ–ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1960). მუშაობდა შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ–ტის მეცნიერ-თანამშრომლად (1962-დან). მისი კვლევის სფერო იყო პოეზია, მისი თეორიულ-ფილოს. გააზრება, მთარგმნელობითი საქმიანობა. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიღებული აქვს: ვაჟა-ფშაველას სახ. პრემია (2021), ლიტ. პრემია „საბა“ - გოეთეს „ფაუსტი-ll“ თარგმანისთვის (2018), გ. მარგველაშვილის პრემია (2017), ლიტ. პრემია „საბა“- (2014), შოთა რუსთაველის პრემია - დასავლეთ ევროპ. ლიტერატურის შედევრების საუკეთესო თარგმანებისთვის (2011-2012), პრემია „საგურამო“, ნომინაციაში თარგმ. (2007), სახელმწ. პრემია წიგნისათვის „ანარეკლი“ (2006), ფრანგულ-ქართ. ინ–ტის პირველი პრემია ფრანგი პოეტების თარგმანებისთვის (რემბო, ვერლენი, ბოდლერი, 1995) და ივ. მაჩაბლის პრემია (1984).
თხზ.:წერედიანი, დ. (2005). ანარეკლი:[ლიტერატურული წერილები, საუბრები, თარგმანები დასავლური პოეზიიდან]. თბ., ნეკერი; წერედიანი, დ. (2018). თემა და ვარიაციები: [ჩანაწერები]. თბ., ინტელექტი.