-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი
წერედიანი არჩილ დავითის ძე (21.XII.1988), ფილოლოგი, დაამთავრა თსუ–ის ბაკალავრიატი ქართ. ფილოლოგიის მიმართულებით (2010); მაგისტრატურა ლიტერატურათმცოდნეობისა და ტექსტოლოგიის მიმართულებით (2012), არის თსუ-ის დოქტორანტი შედარებითი ლიტერატურათმცოდნების მიმართულებით (2015). თსუ–ის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის მეცნიერ თანამშრომელი (2013). თსუ-ის მოწვეული ლექტორი ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ–ტზე (2020). მიღებული აქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშ. აკად. კონფერენციაში.
თხზ.: წერედიანი, ა. (თანაავტორი). (2015). ბურჟუა 19-ე საუკუნის ქართულ დრამატურგიაში. თბ., ლიტერატურული ძიებანი N XXVI; გვ. 58-69; წერედიანი, ა. (2019). კავკასიის ფრანგული დღიური. თბ., სჯანი N20-I; გვ. 292-294 ISSN 1512-2514; წერედიანი, ა. (2022). ქალაქური ტექსტი ქართულ მოდერნისტულ რომანში. თბ., სჯანი N23; გვ 7-34 ISSN 1512-2514