ცარციძე მურმან გერვასის ძე
ცარციძე მურმან გერვასის ძე

ცარციძე მურმან გერვასის ძე (23.II.1965, საჩხერის რ–ნი, სოფ. ჯალაურთა), თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ–ტის მაკროეკონომიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი. ეკონომიკის მეცნ. დოქტორი (2004). ექსპერიმენტის  წესით ჩაირიცხა თსუ–ის საინჟ. ეკონომიკის ფაკ-ტზე მანქანათმშენებლობის ეკონ. და ორგანიზაციის სპეციალობაზე (1982). პირველი კურსის წარჩინებით დამთავრების შემდეგ სავალდებულო სამხ. სამსახურშია. სამხ. სამსახურის შემდეგ გააგრძელა სწავლა უნ-ტში და დაენიშნა ვაჟა- ფშაველას სახ. სტიპენდია(1985–დან). ჩაირიცხა უნ-ტის საინჟ. ეკონომიკის ფაკ-ტის ასპირანტურაში სამრეწვ. საწარმოს ეკონ. და მართვის სპეციალობაზე (1989). პარალელურად შრომით საქმიანობა დაიწყო თბილ. შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სამეცნ.-კვლევით ინ–ტში მეცნიერ-თანამშრომლად. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: “მუშების შრომის ანაზღაურება და სტიმულირება საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში (საქართველოს მანქანათმშენებლობის მაგალითზე)” (1993) და მიენიჭა ეკონომიკის მეცნ. კანდ. სამეცნ. წოდება (1993). სასწ.-სამეცნ. და პედაგოგიურ საქმიანობას ახორციელებდა მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ეკონომ. ფაკ-ტის დოქტორანტურაში (1996-1999). შემდეგ კვლავ აგრძელებდა მუშაობას თსუ-ის სამრეწვ.  საწარმოს ეკონომ. და მართვის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე (1999–დან). შეთავსებით მუშაობდა თბილ. შრომისა და წარმოების ორგანიზაციის სამეცნ.-კვლევით ინ–ტში, უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1999-2005).  ც.მ.–მა წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ეკონომ. მეცნ. დოქტორის აკად. ხარისხი (2004). ამავე წლიდან იგი აირჩიეს საქართვ. ეკონომიკის  მეცნ. აკად. წევრად. მენეჯმენტისა და მეწარმეობის ეკონომ. კათედრის პროფესორია (2004). დღემდე არის თსუ–ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის მაკროეკონომიკის კათედრის ასოცირებული პროფესორია (2006–დან). იყო თსუ-ის საფინანსო დეპარტ. უფრ., შემდეგ პერსონალის მართვის დეპარტ.ს ექსპერტი, საფინანსო დეპარტ. და მატერ. რესურსების მართვის დეპარტ. უფრ. მოადგილე. მუშაობს უნ-ტის საფინანსო დეპარტ. ექსპერტად (2009–დან). არის საქართვ. და საზღვარგარეთ გამოქვეყნებული 100-ზე მეტი სამეც. პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი. აქვს პრაქტ. მუშაობის გამოცდილება აუდიტის, ფინანსების, საშემფასებლო საქმიანობისა და პერსონალის მენეჯმენტის სფეროში. წლების განმავლობაში იყო აუდიტორული და საკონსულტაციო სამსახურის „მედიატორი“ გენ. დირექტორი, „საქართველოს დამოუკიდებელ ბუღალტერთა და აუდიტორთა საზოგადოების“ გამგეობის თავ-რე, საქართვ. ქონების შემფასებელ ექსპერტთა ინ-ტის დირექტორის მოადგილე.  

თხზ.: ცარციძე, მ. (თანაავტორი). (2008). ეროვნული შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურა და ფუნქციონირების თავისებურებები საქართველოში. მიგრაცია №2 გვ. 16–34. თბ., უნ–ტის გამ–ბა;  ცარციძე, მ. (2022). უმუშევრობა და სიღარიბე საქართველოში = Unemployment and poverty in Georgia = Безработица и бедность в Грузии. თბ., უნ–ტის გამ–ბა;  ცარციძე, მ. (თანაავტორი). (2025). ეკონომიკური მეცნიერება და საქართველოს ეკონომიკა: სამეცნიერო სტატიები, წ.1. თბ., უნივერსალი.