-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი ფიზიკოსი დოცენტი
ცანდეკოვი მილტიადე ისააკის ძე (13.IV.1922, სოფ. იმერა, წალკის მუნიციპალიტეტი), მათემატიკოსი. სწავლობდა იმერას დაწყებით სკოლასა და ბაშკოვსკაიას საშ. სკოლაში; დაამთავრა ა. ს. პუშკინის სახ. თბილ. პედ. და ხელოვნების ინ-ტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკ-ტი (1940-1942). ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა ბაშკიჩეცკის რ-ნის სოფ. ამბარლოს საშ. სკოლის დირექტორად, შემდეგ წალკის რაიონის იმერას საშ. სკოლაში ასწავლიდა მათემატიკას და იყო სასწ. განყ-ების ხელმძღვ. (1943-1944). ჩაირიცხა თსუ-ის მექან-მათემატიკის ფაკ-ტზე (1944-1948). ცნობილი ქართვ. მათემატიკოსების: აკად. ნ. ი. მუსხელიშვილის; პროფ.: ი. ვეკუას, ვ. კუპრაძის, ვ. ჭელიძის და სხვების ლექციებმა ახალგაზრდა კაცზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ცნობისმოყვარე სტუდენტი აქტიურად მონაწილეობდა სემინარებში, სტუდენტურ კვლევით ჯგუფებში და ამზადებდა პრეზენტაციებს. უნ-ტის დასრულების შემდეგ, ც. მ. ჩაირიცხა თსუ-ის ასპირანტურაში, დიფერენციალური და ინტეგრალური განტოლებების განყ-ებაში (1948-1951). მან კვლევა ჩაატარა პროფ. ვ. დ. კუპრაძის ხელმძღვანელობით. თსუ-ის აკად. საბჭოს სხდომაზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „კუთხის წერტილების მქონე კონტურებისთვის უძრავ მდგომარეობაში ელასტიური რხევების თეორიის ფუნდამენტური სასაზღვრო ამოცანები“ (Основные граничные задачи теории установившихся упругих колебаний для контуров с угловыми точками и для поверхностей с угловыми линиями, 30.06.1954). ც. მ. იყო: ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1960); ფიზიკის ფაკ-ტის მათ. კათედრის ასისტენტი (1951-1958); უფრ. მასწავლებელი (1958-1959) და დოცენტი (1960-1987). ჩაატარა არაერთი კვლევა ელექტრომაგნიტური ტალღების დიფრაქციასა და გავრცელებაზე, დაწერა სამეცნ. ნაშრომები: „Основные граничные задачи теории установившихся колебании упругого изотропного тела для областей с угловыми особенностями“ (Труды ТГУ, 1959, т. 56 2.); „Смешанная граничная задача теории установившихся колебаний изотропного упругого тела для поверхностей с угловыми Линиями: (ребрами)“ (Труды ТГУ, 1959, т. 68); „Первая основная граничная задача теории упругого анизотропного тела для контуров с угловыми точками“ (Труды, ТГУ, 1959, N68), რ-იც წარმოდგენილი იყო საკავშ. და საერთაშ. სიმპოზიუმებზე.