ცაგარელი ზურაბ გიორგის ძე
ცაგარელი ზურაბ გიორგის ძე

ცაგარელი ზურაბ გიორგის ძე(11.V.1934, თბილისი-08.VIII.2023), მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, სახელმწ. პრემიის ლაურეატი, მეცნიერების დამს. მოღვაწე. დაამთავრა თსსი-ის სამკ. ფაკ-ტი (1956).  იყო საქართვ. მეცნ. აკად. ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერ. მორფოლ. ინ-ტის ასპირანტი (1958-1960), ამავე ინ-ტის პათ. ანატომიის განყ-ბის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი (1960-1961),  უფრ. მეცნიერ თანამშრომელი (1961-1969), ელექტრონული მიკროსკოპიის ლაბორ. გამგე (1969-1971), ციტოლოგიის განყ-ბის გამგე (1971-2005), ზოგადი პათოლოგიის და ადამიანის ეკოლოგიის განყ-ების მთ. მეცნიერ თანამშრომელი (2005-2006), კლინ. და ექსპერ. პათოლოგიის დეპარტ. მთ. მეცნიერ თანამშრომელი (2006 – 2023). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ნერვული სისტემის სხვადასხვა ნაწილების სტრუქტურის საკითხისათვის ჩვილ ბავშვთა ჰიპოტროფიის დროს“ (პათოლ. ანატომია) და მიენიჭა მედ. მეცნ. კანდიდატის ხარისხი (1961), სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „გულის მორფოლოგია ზოგადი ჰიპოქსიის დროს“ (პათოლ. ანატომია) და მიენიჭა მედ. მეცნ. დოქტორის ხარისხი (1972), პროფესორის წოდება „პათოლოგიური ანატომიის“ სპეციალობაში (1976). მიღებული აქვს  სსრკ მეცნ. და ტექნიკის სახ. კომიტეტთან არსებული აღმოჩენებისა და გამოგონებების სახ. კომიტეტის საავტორო მოწმობა N1538089 (1989), სახელმწ. სერტიფიკატი N500634 სპეციალობაში - პათოლ. ანატომია, კლინ. პათოლოგია  (2004). არის სამეცნ. ნაშრომების, მათ შორის  14 მონოგრაფიისა და 2 სახელმძღვანელოს ავტორი,  38 საკანდიდატო დისერტაციის და 15 სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვ. იყო  თსსუ-ის სადისერტაციო საბჭოს წევრი  (1975 – 2009) და   თსუ-ის აკად. საბჭოს წევრი (2009 – 2023). იყო არაერთი საერთაშ. კონფერენციისა და პროფილური სემინარების ორგანიზატორი, მომხსენებელი, სამეცნ. გამოცემათა რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის წევრი. მისი სამეცნ. ინტერესები არ შემოიფარგლებოდა რომელიმე ერთი ორგანოს ან სისტემის ფუნქციურ-მორფოლ. კვლევით. ის მოიცავდა კლინ. და მოდელირებული პათოლოგიის სხვადასხვა საკითხებს, რომელთა შესწავლა ხორციელდებოდა თანამედროვე მეთოდოლ. და ტექნოლ. მიდგომებით.  მათ შორის: პირველად საქართველოში დაინერგა ტრანსმისიული და მასკანირებელი მიკროსკოპიის მეთოდები, შეიქმნა ელექტრონული მიკროსკოპიისა (1969) და ციტოლოგიის ლაბორატორიები (1971) და განყ-ება (1973). პირველად ამიერკავკასიაში დაიწყო ჰიპერბარული ოქსიგენაციის მიზანმიმართული კვლევები ორიგინალური მოდიფიკაციით შექმნილ ბაროკამერაზე. შესწავლილი და გამოქვეყნებული იყო შრომები გულის იშემიური ავადმყოფობის და ინფარქტის, ახალშობილთა სეფსისის და ნევროლოგიური მოშლილობების დროს ჰიპერბარული ოქსიგენაციის გამოყენების ეფექტებზე, სადაც ფართოდ გაშუქდა მეთოდის სტრუქტურულ-ფუნქციური საბაზისო საკითხები. ეკუთვნის პრინციპულად ახ. გამოკვლევები და თეორ. მიგნებები მიკროცირკულაციის ნორმისა და პათოლოგიის საკითხებზე, განსაკუთრებით, სისხლძარღვის კედლის ენდოთელიუმის ფუნდამენტურ მახასიათებლებზე (განვლადობა, აგრეგაცია, იმუნოგენეზი). დასახელებული საფუძვლად დაედო საკანდიდატო დისერტაციის ნაშრომს ნერვული სისტემის სხვადასხვა განყ-ების მორფოლოგიაზე ბავშვთა ასაკში. მიენიჭა მეცნ. დამსახ. მოღვაწის წოდება (1983), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატის წოდება მეცნიერების დარგში (1989); დაჯილდოებულია -“ღირსების ორდენით“ (2001) და  ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტის მედლით (2015).

თხზ.: Цагарели, З. (1982). Функциональная морфология сердечно-легочного синдрома. Тб., Ганатлеба; ცაგარელი, ზ. (თანაავტორი). (2022). გალექტინ-3 აქტიობა აორტის ანევრიზმის თანმხლები ანთებითი რეაქციების და კალციფიკაციის (იმუნოჰისტოქიმიური იდენტიფიკაცია) კერაში. მაცნე = Известия = Proceedings, ტ. 48. N 4-6. ბიომედიცინის სერია. თბ., საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად.