-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი საქართველოს პარლამენტის წევრი პოლიტიკოსი
ცაგარეიშვილი ვახტანგ შალვას ძე (07.X.1943, ქ. ზესტაფონი). მათემატიკოსი და პოლიტიკოსი. თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2006), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (2004). დაამთავრა: ქ. ზესტაფონის რკინიგზის №16 სკოლა (1950-1960), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1960-1966) და ასპირანტურა(1966-1969). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1972). მუშაობდა: საქ. მეცნ. აკად. ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში (1970-1978), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტზე (1978-2005). არის თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი (2006-დან). მისი ხელმძღვანელობით ორმა ასპირანტმა დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და ერთმა დოქტორანტმა სადოქტორო დისერტაცია. ც. ვ.-ს სამეცნ. ნაშრომებში შესწავლილია ფუნქციათა თეორიაში ზოგადი და კერძო ორთონორმირებული სისტემების მიმართ ფურიეს მწკრივების ყოფაქცევა. ის არჩეული იყო საქ. რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატად (1990). ხმა მისცა საქართვ. დამოუკიდებლობის აქტს (9.IV.1991) და ამ აქტზე ხელი აქვს მოწერილი. უპრეცედენტო დევნის გამო საბოლოოდ ჩამოშორდა პოლიტიკას (2000).
თხზ.: Tsagareishvili V. (2004). Variation of Fourier–Haar coefficients,: Sbornik Mathematics, Volume 195, Issue 3, 441–457; Tsagareishvili V. (2017). On the Fourier coefficients of functions with respect to general orthonormal systems,: Izvestiya: Mathematics, 81, no.1, pp. 179; Tsagareishvili V. (2023). On the majorants of general Fourier coefficients and best approximations,: Publ. Math. Debrecen,102/3-4. p. 475-494.