-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ცაავა ჯემალ (14.IX.1939,სენაკი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1965). იმავე წლიდან ეწევა სამეცნ. მოღვაწეობას. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა დოცენტის წოდება (1979). მოღვაწეობდა ყაზანისა და ნოვოსიბირსკის სამეცნ. ცენტრებში. 42 წელი იმუშავა თსუ-ში, იყო ფიზიკის კათედრის პროფესორი, გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი. გახდა ფიზ.-მათ. მეცნ. აკად. დოქტორი (2004). მის მეცნიერულ კვლევებთანაა დაკავშირებული თერმულ-მექან. ეფექტის აღმოჩენა, სპეციფ. კვანტური მოვლენების ექსპერიმენტული გამოკვლევის სრულიად ახალი მიმართულებების შექმნა, დრეკადი ტალღის გავრცელების კანონი. მონაწილეა მრავალი სამეცნ. კონფერენციისა მოსკოვში, თბილისში, ლენინგრადში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში. მისი კვლევის ძირითადი საკითხები არა მარტო საბჭ., არამედ უცხოელ მეცნ. ყურადღების ცენტრში მოხვდა. მისი შრომები გამოქვეყნებულია აშშ-ში და გამოხმაურებას პოულობს საზღვარგარეთის სამეცნ. წრეებში, სადაც მას იწვევდნენ საერთაშ. კონფერენციებზე. პოლონეთში (ვარშავაში) დაბალი ტემპერატურების ფიზიკაში საერთაშ. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა. ის ნაყოფიერ სამეცნ.-კვლ. მუშაობასთან ერთად ფიზიკის ფაკ-ტის სტუდენტებისათვის მაღალმეცნიერულ დონეზე კითხულობდა ლექციების კურსს "ზოგად ფიზიკაში", სპეციალურ კურსებს "კვანტურ ჰიდროდინამიკასა" და "ზეგამტარობის თეორიაში". მის მიერ დასაბუთებული ორკომპონენტიან მოდელში ჩადებული იდეები დღეს ბირთვულ ფიზიკაში გამოიყენება და ანალოგი არ მოეპოვება. ეს კი მის ავტორს ფიზიკის მკვლევართა შორის საპატიო ადგილს უმკვიდრებს. იყო სენაკის ჰუმანიტარულ-ეკონ. ინ-ტის რექტორი (1994-2007). აირჩიეს ეგრისის სამეცნ. აკადემიის აკადემიკოსად (1996). სამეცნ. ასპარეზზე მას კონიაკისა და სუფრის ღვინოების დამზადების ახალი მეთოდების შემუშაობებისათვის საავტორო მოწმობები აქვს მიღებული. მიღებული აქვს იაკობ გოგებაშვილის სახ. მედალი და არის სენაკის საპატიო მოქალაქე.