-
ავტორი
- კატეგორიები: სამართალმცოდნე საპატიო დოქტორი
ტრუნკი ალექსანდერ (Trunk Alexander, 02.II.1957, ნიურნბერგი), თსუ–სთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ქართ. სამართ. მეცნიერების, ქართულ-გერმანული სამართ. ურთიერთობის განვითარებისა და ახალგაზრდა ქართვ. იურისტების მომზადებაში შეტანილი წვლილისთვის კილის უნ-ტის პროფესორს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (23.I.2017).
ტ. ა. სამართალმცოდნეობას ეუფლებოდა მიუნხენსა და ჟენევაში. მან მიუნხენში მოიპოვა სამეცნ. ხარისხი (1990). სწავლა დაასრულა კალიფორნიის უნ-ტში (ბერკლი, 1994), ხოლო შემდეგ კი მოიპოვა უმაღლესი აკადემიური კვალიფიკაცია (1997).
მეცნიერი კილის ქრისტიან-ალბრეხტის უნ-ტის სამოქალაქო სამართლისა და აღმოსავლეთევროპული სამართ. კათედრის ხელმძღვ. და აღმოსავლეთევროპული სამართლის ინ-ტის დირექტორია (01.V.1998). იგი ამავე უნ-ტის სამართალმცოდნეობის ფაკ-ტის პროდეკანი (2008-2010 და 2012-2014), ხოლო შემდეგ კი დეკანია (2010-2012).
ტ. ა. გერმანულ-რუსული იურიუდიული ინ-ტის თანათავმჯდომარეა. მისი კვლევის ობიექტებია: შედარებითი სამართალი, კერძოდ, აღმოსავლეთევროპული სამართალი კერძო-პროცესუალური სამართლისა და გადახდის უუნარობის სამართ. ჭრილში. იგი მრავალი საერთაშ. პროექტის ხელმძღვანელია, რ-თა ძირითადი თემატიკაა: შედარებითი სამართალი აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიისპირეთის რეგიონებში, საინვესტიციო სამართალი და საერთაშ. ვაჭრობა კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და რუსეთის რეგიონებში.