-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული მსახიობი
ტრიპოლსკი იაკობ (იაშა) ვლადიმერის ძე (31.XI.1919, ფასანაური - 4.III.1988, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ–ტი (1941). იყო კ. მარჯანიშვილის სახ. დრამ. თეატრის მსახიობი (1942-დან). შესრულებული აქვს სხვადასხვა სახასიათო როლი, მ. შ. მანუჩა (ვ. კანდელაკის "მაია წყნეთელი"); იასონი (შ. დადიანის "ნინოშვილის გურია"); ტიბალტი, მალვოლიო (შექსპირის "რომეო და ჯულიეტა", "მეთორმეტე ღამე"); თინიბეგი (მრევლიშვილის "ზვავი"); ბახა (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"); დათიკო ("მე ვხედავ მზეს" დუმბაძის მიხედვით); გიჟუა, მოურავი (ცაგარლის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ") და სხვა. იღებდნენ კინოში (1943-დან). ნათამაშები აქვს შემდეგი როლები: თეიმურაზი ("ქეთო და კოტე"); პროფესორი ("ჭრიჭინა"); ი. სტალინი ("მიზნის არჩევა"); ზურაბ გურგენიძე ("ქალის ტვირთი"); თორღვაი ("ხევისბერი გოჩა") და სხვა. მიენიჭებული აქვს საქართვ. დამ. არტისტის (1950) და საქართვ. სახ. არტისტის წოდებები (1966). იყო საპატიო ნიშნის ორდენის მფლობელი.