ტრაპაიძე ვაჟა ზაალის ძე (19. VIII. 1976, ჩოხატაური), ჰიდროლოგი, პედაგოგი, ტექნ. მეცნ. კანდ. (2005), ასისტ. პროფ. (2006), ასოც. პროფ. (2010), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (2018-დან ). ტ. ვ. სწავლობდა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტზე ჰიდროლოგიის სპეციალობით, მიენიჭა ჯერ ბაკალვრიტის (1997), შემდეგ მაგისტრანტის (1999) ხარისხი, გაიარა ასპირატურის კურსი იმავე ფაკ-ტზე სპეციალობით „ხმელეთის ჰიდროლოგია, წყლის რესურსები“ (1999-2004). დაიცვა დისერტაცია თემაზე „ტრანზიტულ მდინარეთა წყლის რესურსების მართვა მდინარე მტკვრის მაგალითზე (საქართველოს ფარგლებში)“ (2005). პედ. მოღვაწეობა დაიწყო თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ჰიდროლოგიის ოკეანოლოგიისა და მეტეოროლოგიის კათედრაზე (2005-2006). ტ. ვ.-ს გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია და 3 სახელმძღვანელო. არის 3 სადოქტორო და 20-მდე სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვ. მონაწილეობა აქვს მიღებული 30-მდე ადგილ. და საერთაშ. პროექტში ჰიდროსტიქიური მოვლენების შესწავლის, წყლის რესურსების მართვის, საზღვაო და სანაპირო პროცესების, რეგიონული ოკეანოგრაფიის მიმართულებით და სხვა.
თხზ.: ტრაპაიძე, ვაჟა, ბრეგვაძე, გიორგი. (2009). ჰიდროლოგიური მახასიათებლების განსაზღვრის მეთოდები, გამომც. უნივერსალი, ISBN 9789941126581; კერესელიძე, დავითი; ტრაპაიძე, ვაჟა; ბერგვაძე, გიორგი. (2011), ზოგადი ჰიდროლოგია: ხმელეთის წყლების ჰიდროლოგია. უნ-ტის გამომც., ISBN 9789941132254; კერესელიძე, დავითი; ბილაშვილი, კახაბერი; ტრაპაიძე, ვაჟა; ბრეგვაძე, გიორგი. ზოგადი ოკეანოლოგია: (ნაწილი I - ზღვებისა და ოკეანეების ჰიდროლოგია). (2013), უნ-ტის გამომც., ISBN: 9789941132704.