-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ტრაპაიძე ლია (12.VI.1972, თბილისი, საქართველო). დაამთავრა საქართვ. ტექ. უნ-ტის გამოყენებითი ფიზიკისა და ზოგადი ტექნიკის ფაკ-ტი (1994). მუშაობდა ფიზიკის ფაკ-ტზე/ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტზე სხვადასხვა პოზიციებზე: ზოგადი ფიზიკის კათედრის ლაბორანტი, მეცნიერ-თანამშრომელი, მოწვეული პედაგოგი, ზოგადი ფიზიკის ლაბორ. მასწავლებლის ასიტენტი - სან დიეგოს სახელმწ. უნ-ტი (1994-2021), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის საატესტაციო კომისიის მდივანი (2012-2014). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „ZnS-ის ელექტრული და ოპტიკური თვისებების კვლევა“ და მიენიჭა ფიზ-მათ. მეცნ. კანდიდატის ხარისხი (2002). არის 25 სამეცნ. ნაშრომის თანაავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშ. სამეცნ. კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნებში (უკრაინა, ჩეხეთი, გერმანია, იტალია, საბერძნეთი, თურქეთი, იაპონია, ამერიკის შეერთებული შტატები). ასევე მონაწილეობდა სამეცნ. პროექტებში. Marie Curie პროექტის ფარგლებში მუშაობდა როგორც მოწვეული მეცნიერ-მკვლევარი გამოყენებითი ფიზიკის ინ-ტში, ნიურბერგის უნ-ტი, გერმანია და არისტოტელეს სახ. უნ-ტში, თესალონიკი, საბერძნეთი (2007-2010). ასევე მუშაობდა უფრ. სპეციალისტის პოზიციაზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის, სასწ. პროცესების მართვის სამსახურში (2011-2021). დღემდე მუშაობს აშშ-ში, მიჩიგანის უნ-ტში, პოლიტ. და სოც. კვლევების უნივერსიტეტთაშორისი კონსორციუმში (ICPSR), ადმინისტრაციის სპეციალისტის პოზიციაზე (ფინანსები და კონტრაქტები) (2021-დან). მიღებული აქვს ჯილდოები და სტიპენდიები: საქართვ. პრეზიდენტის სტიპენდია ახალგაზრდა მეცნ. (2003-2006), NATO Research Fellowship, გენტის უნ-ტი, ბელგია (მოწვეული მეცნიერ-მკვლევარი) (2005), DAAD სტიპენდია, გამოყენებითი ფიზიკის ინ-ტი, ნიურბერგის უნ-ტი, გერმანია (მოწვეული მეცნიერ-მკვლევარი) (2006, 2011), JAEA Foreign Researcher Inviting Program, Japan Atomic Energy Agency (JAEA), ტაკასაკი, იაპონია (მოწვეული მეცნიერ-მკვლევარი) (2008), 2013-2014 - Fulbright fellowship, ელექტრონიკისა და კომპიუტერულ მეცნ. დეპარტამენტი, მიჩიგანის უნივერსიტეტი, ანნ არბორი, აშშ (მოწვეული მეცნიერ-მკვლევარი) (2013-2014).