ტყეშელაშვილი რუსუდან შალვას ასული (23.IX.1938, ონი - 2016, თბილისი), ქიმიკოსი. ქიმიის მეცნ. კანდ. (1966), დოცენტი (1971). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1960). იყო ორგ. ქიმიის კათედრის ასპირანტი (1962-1965). მუშაობდა: ორგან. ქიმიის კათედრის ლაბორანტად (1960-1962); საქ. მეცნ. აკადემიის კიბერნეტიკის ინ-ტში უმცროს მეცნიერ თანამშრომელად (1965-1968); ორგ. ქიმიის კათედრის ასისტენტად (1968-1969); მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრის ასისტენტად (1969-1970); მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრის დოცენტად (1971-2006). ტ.რ. პედაგოგიურ მოღვაწეობას აქტიურად უთავსებდა სამეცნ. კვლევას. იყო 100 სამეცნ. ნაშრომის, ორი საავტორო მოწმობისა და ერთი პატენტის თანაავტორი. აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა რესპუბლიკურ და საკავშირო სამეცნ. კონფერენციების მუშაობაში. იყო ქიმიის ფაკ-ის სამეცნ. საბჭოს წევრი, ორგანულ და მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიაში მეცნ. კანდიდატის სამეცნ. ხარისხების მიმნიჭებელი სამეცნ. სპეციალიზირებული საბჭოს წევრი. არაერთი სადიპლომო ნაშრომის ხელმძღვ. და ორი საკანდიდატო დისერტაციის თანახელმძღვანელი, 18 საკანდიდატო დისერტაციის ოპონენტი. აქტიურად მონაწილეობდა კათედრასთან არსებული სახელშეკრულებო თემების დამუშავებაში. კათედრის დაარსების დღიდან იყო მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრის გამგის მოადგილე სასწავლო დარგში (1969-2006).
თხზ.:Tkeshelashvili, R., Mukbaniani, O., Khananashvil, L., Karchkhadze, M., Mukbaniani, N. (1996). Organosilicon copolymers with carbotricyclodecasiloxane fragments in the dimethylsiloxane chain. International Journal of Polymeric Materials. 33, 47-56; ტყეშელაშვილი, რ. (თანაავტორი). (1997). პრაქტიკუმი მაღალმოლეკულურ ნაერთთა სინთეზში მეთოდური მითითებებით. უნ–ტის გამ–ბა; Tkeshelashvili, R., Murachashvili, D., Tsomaia, N., Karchkhadze, M., Khananashvili, L. (1997). Anionic cooligomerization of organic cyclosiloxanes with 1,3-bis(3-glycyd-oxypropyl)tetramethyldisiloxanes and investigation of co-oligomerization products. International Journal of Polymeric Materials., 37, 67-73; Tkeshelashvili, R., Tatrishvili, T., Karchkhadze, M., Kutateladze, G.,Mukbaniani, O. (2000). Polyphenyl-a-naphtylsilylene-dimethylsilylene copolymers. Proceedings of the Georgian Academy of Sciences, 26(3), 80-87; Tkeshelashvili, R., Mukbaniani, O., Karchkhadze, M., Koberidze, Kh., Meladze, S., Aneli, J. (2001). Cyclic and linear organosiloxanes with norbornene-2-il groups at silicon atom. Proceedings of the Georgian Academy of Sciences, 27(1-2) 53-57; Tkeshelashvili, R., Mukbaniani, O., Koiava, N., Karchkhadze, M., Shengelia, M., Khananashvili, L. (2001). Arylenecyclosiloxanedimethyl-siloxane copolymers. International Journal of Applied Polymeric Materials., 82, 3142-3151; Ткешелашвили, Р., Карчхадзе, М., Эсартия, Е., Челидзе, А. (2005). Синтез и исследование свойств сополимеров 1,4-бис-(диорганосилгидро)нафтиленсилоксановыми фрагментами в макромо-лекулярной цепи. Изв. АН Грузии. 31(1-2), 56-59.