ტყეშელაშვილი ნინო რომანის ასული
ტყეშელაშვილი ნინო რომანის ასული

ტყეშელაშვილი ნინო რომანის ასული (14.I.1962, აბაშა–20.X.2023, თბილისი). ინფორმატიკოსი, თსუ-ის დეკანის თანაშემწე. დაამთავრა: წარჩინებით ქ. სოხუმის მე-11 საშ. სკოლა (1978) და თსუ-ის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათ. ფაკ-ტი (1978-1983). ის იყო თსუ-ის გამოყენებითი მათ. კათედრის თანამშრომელი და ეწეოდა პედ. საქმიანობას (1987-1988). სხვადასხვა დროს იყო: კავშირგაბმულობის სამინისტროს გამოთვლითი ცენტრის სისტემ. პროგრამისტი, პროგრამირების განყ-ების გამგე (1988-2002); „ახალი ქსელების“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი (2002-2009); თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის დეკანის თანაშემწე (2009-2015) და სასწ. პროცესის მართვის სამსახურის ჯერ უფროსი, ხოლო შემდეგ მთ. სპეციალისტი  (2016-2023). მისი საქმიანობა არასდროს შემოიფარგლებოდა  მკაცრად გაწერილი მოვალეობების შესრულებით. ის უწვდა დახმარებასა და თანადგომას ნებისმიერ ადამიანს - კოლეგებს, სტუდენტებს,  აკადემიურ პერსონალს როგორ სასწავლო, ასევე საორგანიზაციო და საყოფაცხოვრებო-ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებაშიც კი. ის იყო ახალგაზრდების საიმედო მრჩეველი, საკუთარი წვლილი შეჰქონდა ფაკ-ტის საერთო ღირებულებების ჩამოყალიბებასა და თანამშრომლობითი გარემოს შექმნაში, იყო მრავალი საუნივერსიტეტო პროექტისა და ღონისძიების ინიციატორი და აქტ. მონაწილე, იძლეოდა მოქალაქეობის, ქველმოქმედებისა და ტოლერანტობის პირად მაგალითს. მისი უშუალო თაოსნობით თსუ-ის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფაკ-ტის სამეცნ. პერსონალისა და წარჩინებული სტუდენტების მიერ ხელით გადაიწერა „ვეფხისტყაოსანი“ (ცალკეული სტროფები ქართველურ და მსოფლიოს რამდენიმე ენაზე, ასევე ესპერანტოზე).   ის დაჯილდოებულია  თსუ-ის  ოქროს მედლით (2023,გარდაცვალების შემდეგ) –თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.