ტყეშელაშვილი მირანდა ჭაბუკის ას
ტყეშელაშვილი მირანდა ჭაბუკის ას

ტყეშელაშვილი მირანდა ჭაბუკის ას (18.II.1969, ქ. ქუთაისი), ჟურნალისტი, ფილოლოგი, ფილოლოგიურ მეცნ. კანდიდატი (1995), ფილოლოგიის დოქტორი (2007), კომპარატივისტული ლიტერატურის ქართ. ასოციაციის წევრი (GCLA, 2022-დან). დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის  ფაკ-ტი (1991), საქართვ. მეცნ. აკად. შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის ასპირანტურა (1994). არის თსუ-ის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის  მეცნიერ თანამშრომელი (1999-დან) და ამავე ინ–ტის სწავლული მდივანი  (2014-დან).  საქართვ. დ. აღმაშენებლის უნ-ტის (სდასუ) ასოცირებული პროფესორი (2008-2012), არისტოტელეს სახ.  ბერძნულ-ქართ. უნ-ტის უფრ. მასწავლებელი,  დოცენტი, ჟურნალისტიის ფაკ-ტის დეკანის მოადგილე (1992-1998). ტ.მ. იყო სამეცნ.-სალიტ. გაზ. „კალმასობის“ პასუხისმგებელი მდივანი (1997-2010); ამჟამად არის სამეცნ. ჟურნ. „სჯანის“ პასუხისმგებელი მდივანი, ლიტერატურის ინ-ტის სამეცნ. ფორუმებისა და სამეცნ. გამოცემების კოორდინატორი. ტ.მ.-ს სამეცნ. ინტერესების სფერო მოიცავს XIX-XX ს. ქართ. ჟურნალისტიკის ისტორიის,  მწერლობის, თანამედროვე ლიტ. პროცესების კვლევას, ემიგრანტული ლიტერატურის შესწავლას.  ტ.მ.  თანაავტორია კრებულებისა „ფრანგები საქართველოში და ფრანგული ლიტერატურის რეფლექსია ქართულ კულტურულ სივრცეში (მე-17 საუკუნიდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე) და „CC საუკუნის ქართული ლიტერატურა“ (ნაწ.  II, III და IV), (2020, 2021, 2025). გამოქვეყნებული აქვს სტატიები ქართ. ჟურნალისტიკის ისტორიის, თანამედროვე ქართ. მწერლობის შესახებ.