ტყებუჩავა დიანა სერგოს ასული
ტყებუჩავა დიანა სერგოს ასული

ტყებუჩავა დიანა სერგოს ას (20.VII.1949, თბილ.), პუბლიცისტი, მედიათეორეტიკოსი. ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი (1998). დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1973); ფილოლოგიის მეცნ. კანდიდატი (1988). მიენიჭა დოცენტის სამეცნ.-პედ. წოდება (1996). ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი მედიალოგიისა და კომუნიკატივისტიკის მიმართულებით (1998). მიენიჭა პროფესორის სამეცნ.-პედ. წოდება (2003). თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტის სამეცნ. საბჭოს სწავლული მდივანი (1989-1999). ტ.დ. იყო თსუ-ის პრესის სოციოლოგიური კვლევის ლაბორ. უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1979-1988); თსუ-ის ამავე ლაბორ. უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1988-1991). მუშაობდა თსუ-ის პრესის თეორიისა და პრაქტიკის კათედრის დოცენტის, პროფესორის, კათედრის გამგის მოადგილის თანამდებობებზე (1991-2005). იყო თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის პუბლიცისტიკის სასწ.-სამეცნ. მეთოდური ცენტრის სრული პროფესორი (2005-2006); თსუ-ის ფილოლოგიის დარგის სადოქტორო ხარისხის მიმნიჭებელი სამეცნ. საბჭოს წევრი (2004-2006); ქალთა საერთაშ. ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ წევრი (1994-1998); თსუ-ის ქალთა საკრებულოს წევრი (1982-2006). დ.ტ. არის საქართვ. ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი (1992-დან დღემდე). ტ.დ.–მ სრულიად ახალგაზრდა  მკვლევარმა, საკვალიფიკაციო ნაშრომში, პირველმა ქართულ ჟურნალისტიკამცოდნეობაში, გამოიყენა სისტემური ანალიზის მეთოდი, რითაც, თსუ-ის სამეცნ. საბჭოს აღიარებით,  ჟურნალისტიკის თეორიაში კვლევის ახალ ეტაპს, ახალ მიმართულებას დაუდო სათავე (1988). ტ.დ. იყო: სდასუ-ის სრული პროფესორი (2000-2009); სდასუ-ის სოციალურ მეცნ. ფაკ–ტის ჟურნალისტიკის საპროფესოროს ხელმძღვ. (2009-2010); კსუ-ის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნ. ფაკ–ტის ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვ. (2009-2011); გრ. რობაქიძის სახ. უნ–ტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნ. ფაკ-ტის ჟურნალისტიკისა და კომუნიკატივისტიკის მიმართულების სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვ. (2020-2023) და სრული პროფესორი (2017-2020). ტ.დ.–ს კვლევითი ინტერესები უკავშირდება ისეთ სამეცნ. სფეროებს, როგორიცაა: მედიალოგია, კომუნიკატივისტიკა, პუბლიც. ტექსტის ფუნქციურ-ტიპოლოგიური კვლევა, ტერმინოლოგიური უზუსტობანი მედიალოგიაში, ამერიკისმცოდნეობა, ლინგვისტიკა, ქართველოლოგია, პუბლიცისტიკა და სხვ. იგი არის ასზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი (მათ შორის,  8 მონოგრაფია). ტ.დ. არის „ჟურნალისტის ბიბლიოთეკის“ ოთხტომეულის გამოცემის პროექტის ავტორი, ორგანიზატორი და მთ. რედაქტორი (2011); მრავალდარგობრივი, რეცენზირებად-რეფერირებადი სამეცნ. ჟურნ. „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მაცნეს“ მთ. რედაქტორი (2009-2012). დარგობრივი კონკურსების ჟიურის წევრი ჟურნალისტიკაში: საქართვ. ჟურნალისტთა ფედერაციის მიერ თსუ-ის ბაზაზე ჩატარებული კონკურსი (1998); საქართვ. საინფორმაციო კორპორაციის მიერ ჩატარებული პრეს-ფესტივალი „ოქროს კალამი“ (1995) და სხვ. გაზ. „მშვიდობა ყოველთას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და თანარედაქტორი (1994-1997). საქართვ. მეცნ. აკად. გამომცემლობის რედაქტორი (1973). მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშ. სამეცნ. კონფერენციაში (1991-დან), მათ შორის, თსუ-ის ამერიკისმცოდნეობის ინ–ტისა და ამერიკის შესწავლის საქართვ. ასოციაციის ყოველწლიურ საერთაშ. სამეცნ. კონფერენციებში. მონაწილეობდა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ–ტის საუნივერსიტეტთაშორისო ყოველწლიურ სამეცნ. კონფერენციებში (1991-2006), თსუ-ის ფილოსოფიის ინ–ტის მიერ ორგანიზებულ სამეცნ. კონფერენციაში „ფილოსოფია დღეს“ (2018) და სხვ. ტ.დ. იყო წიგნების რეცენზენტი: გაგოშიძე შ. (1996). ჟურნალისტიკის საფუძვლები; გემაზაშვილი ზ. (მთარგმნელი) (2002). დანიის პრინცი ჰამლეტის ტრაგედია; ვენეციის მავრის ოტელოს ტრაგედია; მთ. რედაქტორი: ნადარეიშვილი მ. (2011). მედია და პოლიტიკური იმიჯი; გემაზაშვილი ზ. (2011). საზღვარგარეთული მედიათეორიები და სხვ. რედაქტორი: ხაინდრავა ი. (2005). ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში (შტრიხები თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მატიანესათვის); რედაქტორი: ტაბიძე ნ. (1993). გალაკტიონის შემოქმედებითი ლაბორატორია. დ.ტ. იყო სარედაქციო კოლეგიის წევრი სამეცნ. ჟურნალისა „ჟურნალისტური ძიებანი“ (პროფ. ნ. ტაბიძის რედაქციით, №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10, №11 და №12 ნომრები); რედაქტორი სამეცნ. კრებულისა „ჟურნალისტიკა“ (ტომები 9, 10, 11). ტ.დ. არის გრანტის ხელმძღვ. და გამოცემული წიგნის რედაქტორი (2012); ბრამსის ინ–ტის მიერ განხორციელებული სამი სამეცნ.-კვლევითი საგრანტო პროექტის კოორდინატორი (რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსები, 2022-2023); საქართვ. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტითა და ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული ორტომეულის „თემურ აბულაშვილი 75“ მთ. რედაქტორი (2022). არის ბრამსის სამეცნ.-კვლევითი ინ-ტის სამეცნ. კვლევების კოორდინატორი (2018-დან); ორენოვანი (ქართული, ინგლისური) რეფერირებად-რეცენზირებადი სამეცნ. ჟურნ. „ბრამსის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი და ავტორი (2020-დან); საავტორო ტელეგადაცემის „საუბრები ჟურნალისტიკაზე,  სიმართლე — სიკეთით“ (ტელეკომპანია „ქართული TV“) ავტორი და წამყვანი (2024-დან). ტ.დ. დაჯილდოებულია წმინდა ნინოს ჯვრის მედლით (2016).

თხზ.: ტყებუჩავა, დ. (1997). პუბლიცისტური ტექსტის შინაარსობრივი ელემენტები. უნ–ტის გამ-ბა;  ტყებუჩავა, დ. (1999). ფიქრები ზნეობრივ ფასეულობებზე ჟურნალისტიკაში. გამომც. ცოდნის წყარო; ტყებუჩავა, დ. (2011). ჟურნალისტიკამცოდნეობა მომიჯნავე დისციპლინათა ჭრილში. გამომც. უნივერსალი; ტყებუჩავა, დ. (2020). მედიატექსტის ბუნება (ფუნქციურ-ტიპოლოგიური ანალიზი). გამომც. უნივერსალი; ტყებუჩავა დ. (თანაავტორი). (2020). კრიტიკული აზროვნების საფუძვლები (ჟურნალისტებისათვის). გამომც. უნივერსალი.