ტყავაძე ლევან
ტყავაძე ლევან

ტყავაძე ლევან (22.VI.1980, თელავი). სწავლობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე, სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფიზიკაში, მათ. და კომპიუტერულ მეცნიერებებში (1997-2002). მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის რადიონახშირბადისა და დაბალი რადიოაქტივობის ლაბორატორიაში მეცნიერ მუშაკად (2001-2002). ამჟამად მოღვაწობს აშშ-ში (2002-დან). აიდაჰოს სახელმწ. უნ-ტში (Idaho State University) დაეუფლა ჯერ მაგისტრის და შემდეგ დოქტორის ხარისხს გამოყენებით ფიზიკაში, ბირთვული ინჟინერიისა და ჯანმრთელობის ფიზიკის მიმართულებით. ცხოვრობს ატლანტაში (2011-დან, ჯორჯიის შტატი) და მუშაობს Eckert & Ziegler Analytics-ში ბირთვულ მეტროლოგად, სადაც ხელმძღვანელობს კალიბრაციის ლაბორატორიასა და კომპეტენციის ტესტირების პროგრამას. უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას ისეთ კლიენტებთან, რ-იც არიან აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი, აშშ-ს თავდაცვის უწყებები, საერთაშ. ატომური ენერგიის სააგენტო (IAEA), ბირთვული გამოცდების აკრძალვის ორგანიზაცია (CTBTO) და წამყვანი უნ-ტები. არის ANSI-ის ეროვნ. აკრედიტაციის საბჭოს (ANAB) წამყვანი ტექ. აუდიტორი, რ-იც ატარებს საერთაშ. აუდიტებს ISO/IEC 17025, ISO 17034 და ISO/IEC 17043 სტანდარტების შესაბამისად (2019-დან). ასევე ხელმძღვანელობს საერთაშ. სტანდარტების განვითარების ჯგუფებს (IEEE N42.22 და IEEE N42.23). არის აშშ-ს ჯანმრთელობის ფიზიკის საზ-ების წევრი (2002-დან), ასევე საქართვ. ჯანმრთელობის ფიზიკის ასოციაციის დამფუძნებელი წევრი. მისი კვლევები გამოქვეყნებულია ისეთ რეცენზირებულ ჟურნალებში, როგორიცაა Health Physics, და წარდგენილია მრავალ კონფერენციაზე.