-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი
თოთლაძე ლია თეიმურაზის ასული (26.11.1967, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის საინჟ.-ეკონ. ფაკ-ტი, ეკონ. კიბერნეტიკის სპეციალობით. უნ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა „სოფლმშენში“ ეკონომისტად (1990-1995); საქ. მეცნ. აკადემიის პაატა გუგუშვილის სახ. ეკონ. ინ-ში რეფერენტად (1995), ჯერ უმცროს, შემდეგ უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად, პარალელურად სწავლობდა აღნიშნული ინ-ტის ასპირანტურაში, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „პოსტკომუნისტური ქვეყნის სავალუტო კურსზე მაკროეკონომიკურ ფაქტორთა ზეგავლენის გაზომვა და ოპტიმიზაცია: (საქართველოს მაგალითზე)“ (2000) და მიენიჭა ეკონ. მეცნ. კანდ. ხარისხი (2001-2006). იყო ინ-ტის სადისერტაციო საბჭოს წევრი (სწავლული მდივანი), საქართვ. პრეზიდენტის სტიპენდიატი, საქართვ. უნ-ტის მოწვეული ლექტორი (2012-2016). გურამ თავართქილაძის სახ. სასწ. უნ-ტის პროფესორი (2010-2023). თ. ლ. აგრძელებს მუშაობას პაატა გუგუგშვილის სახ. ეკონ. ინ-ტში უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად (2018), მთ. მეცნიერ-თანამშრომლად (2021). სამეცნ. მოღვაწეობის გარდა აქტიურად მონაწილეობს ინ-ტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების დაგეგმვასა და მართვაში, ჩართულია საგრანტო პროექტებში, არის ყოველწლიური საერთაშ. კონფერენციების სამეცნ.-საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, პაატა გუგუგშვილის სახ. ეკონ. ინ-ტის სამეცნ. საბჭოსა და ამავე ინ-ტის სამეც. შრომების კრებ. სარედაქციო კოლეგიის წევრი. თ. ლ. არის თსუ-ის მოწვეული ლექტორი და აკად. საბჭოს წევრი (2004), ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ის საბჭოს წევრი, ასისტენტ პროფესორი (2016), ასოცირებული პროფესორი (2021). თ. ლ. DAAD-ის სტიპენდიითა და ERASMUS MUNDUS-ის პროექტის კვლევითი პროგრამით იმყოფებოდა საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყნებში. კითხულობდა ლექციებს ლატვიის, ბულგარეთისა და ესპანეთის უნ-ტებში. იგი მიუნხენის უნ-ტის ეკონ. კვლევითი ინ-ტის მსოფლიო ეკონ. კვლევის (WES) ექსპერტთა ჯგუფის წევრია (2017). იგი ავტორია სახელმძღვანელოებისა და სამეცნიერო სტატიებისა.
თხზ.: თოთლაძე, ლ. (2004). მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე სავალუტო კურსის დამოკიდებულების ფორმალიზაცია და ოპტიმიზაცია. თბ., მერიდიანი, ISBN 9992832452; თოთლაძე, ლ. (თანაავტორი). (2008). ინფლაციური პროცესები: შეფასება და რეგულირება: (საქ. მაგალითზე). თბ., სსიპ პაატა გუგუშვილის ეკონ. ინ-ტი, ISBN 9789941906022; თოთლაძე, ლ. (2008). სავალუტო რისკების მოდელირების საკითხისათვის. ეკონომიკის ინსტიტუტი: სამეცნ. შრომების კრებ.: [ტ.] 1, გვ. 348-352; თოთლაძე, ლ. (2023). ურბანიზაციის შემოსავლების განაწილებაზე ზეგავლენის მოდელირება ეკონომისტი: ტ. XIX, N 2., გვ. 104-115; თოთლაძე, ლ. (თანაავტორი). (2025). ეკონომიკური მეცნიერება და საქართველოს ეკონომიკა: სამეცნიერო სტატიები: [წიგნი] 1. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941525216.