თორთლაძე  სულიკო
თორთლაძე სულიკო

თორთლაძე  სულიკო (20. XI , 1919, ქუთაისი-09. V. 1982, ქუთაისი, დაკრძალულია ქუთ., მწვანე ყვავილას მოღაწეთა პანთეონში). კალათბურთელი, პედაგოგი. მან 11 წლიდან დაიწყო ვარჯიში გივი კილაძის ხელმძღვანელობით. თ. ს.-მ დაამთავრა თსუ-ის იურიდ.  ფაკ.-ტი და  ქუთ. პედ. ინ-ტი. იგი თამაშობდა - ქუთ. პედ. ინ.-ტის გუნდ „ნაუკაში“, რ-იც საკავშირო შეჯიბრებებში ასპარეზობდა; ; ქუთ. “დინამოში” (1938-1940, 1944), თბილ. “დინამოში” (1945-1952) და გახდა სსრკ-ის ჩემპიონი (1950),  ასევე ვერცხლის (1947), ბრინჯაოს (1948) პრიზიორი და სსრკ-ის თასის მფლობელი (1949). მისი აღზრდილები არიან: ზურაბ საკანდელიძე, მიხეილ ქორქია, ნიკოლოზ დერიუგინი, ზურაბ გრძელიძე და გელა დარსაძე. იგი 30 წელზე მეტხანს ხელმძღვანელობდა ბავშვთა და მოზარდთა სპორტ. სკოლას ქუთაისში. თ. ს. მიენიჭა საქართვ. (1961), სსრკ დამს. მწვრთნელისა (1967), სპორტის დამს. მოღვაწის წოდება  (1971).