თორთლაძე  გიორგი (გია)
თორთლაძე გიორგი (გია)

თორთლაძე  გიორგი (გია)  (12.VIII.1960), არქეოლოგი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, სპორტსმენი, ალპინისტი. თ. გ-მ დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1983), ასპირანტურა (1986). მუშაობდა არქეოლ. კვლევის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლად (1977-2007); 150-მდე ასვლის მონაწილეა კავკასიონზე, პამირსა და ტიან-შანზე; მინიჭებული აქვს "თოვლის ჯიქის" წოდება (1991); პირველი ქართვ. ალპინისტი, რ-მაც დაიპყრო ჩრდ. და სამხრ. ამერ. უმაღლ. მწვ. მაკ კინლი და აკონკაგუა, აგრეთვე, აფრიკის უმაღლ. მწვ. კილიმანჯარო; იგი უჟანგბადოდ ავიდა შიშა ჰანგმაზე მერაბ ნემსიწვერიძესთან ერთად (1992); მისი ხელმძღვანელობით პირველმა ქართ. ექსპედიციამ დალაშქრა დჰაულაგირი (1995); ქართვ. პირველები ავიდნენ ევერესტზე - გია თორთლაძე, მერაბ ხაბაზი, მამუკა ციხისელი, მერაბ ნემსიწვერიძე და ირაკლი უგულავა (26. V. 1999); მან ინტერნაციონალურ ჯგუფთან ერთად მეორედ დაიპყრო ევერესტი (2001). ზამთრის პერიოდში შესრულებული აქვს მეხუთე კატეგორიის 7 ასვლა; თ. გ. სხვადასხვა დროს იყო - ალპიურ კლუბ "იეტის", პრეზიდენტი (1990); საქართვ.  მთამსვლელთა ფედერ., პრეზიდენტი (1996); მთამსვლელთა საერთაშ. ასოციაციის, პრეზიდენტი (2001); პოლიტ. პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", წევრი;  საქართვ. დემოკრატ. პარტიის, დამფუძნებელი და თავ-რე; საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამენტის  ფრაქცია "დემოკრატიული ფრონტის", წევრი (2005-2008); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატების", წევრი (2004-2005); საქართვ. მე-7 მოწვევის პარლამ., წევრი (2008-2012); საქართვ. მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ძლიერი საქართველო - ქრისტიან-დემოკრატები", ფრაქციის თავ-რე (2008-2008); საქართვ. მე-7 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ძლიერი საქართველო", ფრაქციის თავ-რე (2008-2011); საქართვ. სახელმწ. საკონსტიტუციო კომისიის წევრი (2009-2010).  მას მიღებული აქვს ნეპალის სამეფო ორდენი (2003) და არის ისტ.  მეცნ.  დოქტორი.  თ. გ. დაჯილდოვდა - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით (1999) - ევერესტზე ურთულესი მარშრუტით ასვლისას გამოჩენილი გამბედაობის, გულადობისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის, ასევე ღირსების ორდენით (1997).

ლიტ.: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი: 1998-1999. თბ., 1999, გვ. 148; ყიფიანი, თ. (2001). წიგნი ღირსებისა: ტ. 2. თბ., გვ.199; ამირხანაშვილი, კობა. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ., გვ. 176.