-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი დოცენტი
ტოროშელიძე იზაბელა ალექსანდრეს ასული (11.I.1931, თბილისი-1989), მათემატიკოსი. თსუ-ის დოცენტი (1969), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1967). დაამთავრა: თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი, და ასპირანტურა (1959). იყო: ფიზიკის ფაკ-ტის მათ. კათედრის ასისტენტი და დოცენტი. გამოქვეყნებული აქვს 11 სამეცნ. ნაშრომი, რ-შიც გამოკვლეულია არაავტონომიური არაწრფივი დიფერენციალურ განტოლებათა სისტემები და არაწრფივი დიფერენციალური განტოლებების ყოფაქცევა უსასრულო შორეული წერტილის მახლობლობაში და დადგენილია ასომპტოტური ფორმულები. წლების მანძილზე კითხულობდა ლექციებს ფიზ. ფაკ-ტის საღამოს განყოფილებაზე, ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს. წლების განმავლობაში იყო კათედრის მდივანი.
თხზ.: Торошелидзе, И. (1964). Об одной бесконечной системе сингулярных интегральных уравнений типа Вольтерра. Труды Тбилисский университет, т. 102. с. 235-241; Торошелидзе, И. (1966). Об одном нелинейном интегральном уравнении. Труды Тбилисский государственный университет, т. 117: Серия механико-математических наук, N 5, с. 255-263; Торошелидзе, И. (1967). Об асимптотическом представлении решений некоторых нелинейных дифференциальных уравнений. Тб.; Торошелидзе, И. (1969). Об асимптотическом поведении решений некоторых систем нелинейных диференциальных уравнений. Труды Грузинский политехнический институт, N5, с.117-125.