- კატეგორიები: მათემატიკოსი
ტორონჯაძე თეიმურაზ ამირანის ძე (03. IV. 1949, ქ. თბილისი), ქართვ. მათემატიკოსი და სტატისტიკოსი. დაამთავრა თსუ–ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1971). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1976), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1998). მუშაობდა ეკონ. ინ-ტში (1976–1983), ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ალბათობისა და მათ. სტატისტ. გან-ბა (1976 – დღემდე), იყო ამ გან-ბის გამგე (2000-2006), ქართულ ამერიკული უნ-ტის ბიზნეს კვლევების სამეცნ. ცენტრის დირექტორი (2009-დან). მოწვეული ლექტორი თსუ–ის მექან.-მათ. ფაკ-ტის ალბათობის თეორიის და მათ. სტატისტ. კათედრაზე (1976 – 1986); სტუ (1994 – 2006), სტუ–ის გამოყენებით მათემატიკის კათედრის გამგე (2006 – 2009); ქართულ ამერიკული უნ-ტის ბიზნესის სკოლის დეკანი (2005-დან). მან შეისწავლა ერთგანზომილებიანი, ერთეულოვანი დიფუზიის მქონე სტოქასტიკური დიფერენციალური განტოლებების (სდგ) ამონახსნების სტრუქტურა, კარათეოდორის ტიპის სდგ, ინოვაციის პრობლემა არაწრფივი ფილტრაციის შემთხვევაში, ნაწილობრივ დაკვირვებადი დიფუზიური ტიპის პროცესები, მოახდინა ინოვაციის პროცესის კონსტრუირება; აგრეთვე გამოიკვლია სემიმარტინგალთან დაკავშირებული სტატისტიკური მოდელები, ააგო რობასტული შეფასებები, შეისწავლა რობინ-მონროს ტიპის სდგ, ამონახსნების კრებადობა და ძლიერი ძალდებულება, სპეციალური მოდელები.
თხზ.:Toronjadze, T. (2002). Stochastic Equations in the Problems of Semimartingale Parameter Estimation. Journal of Mathematical Sciences 121, 2709–2840 (2004).; ტორონჯაძე, თ. (თანაავტორი), (2000) ალბათობის თეორია და მათემატიკური სტატისტიკა ეკონომისტებისათვის. ევრაზიის ფონდი, 662 გვ.; ტორონჯაძე, თ. (თანაავტორი), (1999) ფინანსური ანალიზის რაოდენობრივი მეთოდები. პირველი სტამბა, 695 გვ.