-
ავტორი
- კატეგორიები: მათემატიკოსი
თორაძე დავით (1943 ქ. თბილისი – 2019 ქ. თბილისი), მათემატიკოსი, მკვლევარი. თსუ-ის დოცენტი, ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1999). დაამთავრა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1966). იყო თსუ-ის მექან-მათ. ფაკ-ტის ზოგადი მათ. კათედრის უფრ. მასწავლებელი, დოცენტი. ნაშრომთა მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება დრეკადი სხეულისათვის სტატიკისა და დინამიკის სასაზღვრო, სასაზღვრო-საკონტაქტო და საწყის-სასაზღვრო ამოცანების ცხადად ამოხსნას. აქტიურად მონაწილეობდა სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნაში.
თხზ.: თორაძე, დავით, ცაგარელი, ი. (2004). ალგებრა 7. თბ., გამომც. განათლება, ISBN: 9994019430; თორაძე, დავით, ცაგარელი, ი. (2005). ალგებრა 8. თბ., გამომც. განათლება, ISBN: 999408285X; თორაძე, დავით, ცაგარელი, ი., მეგრელიშვილი ი. (2010). მათემატიკის რვეული მე-7 კლასისათვის. თბ., საქართველოს მაცნე, ISBN: 9789941160950.