ტონია ნანა მიხეილის ასული (04. XI. 1948, ქ. თბილისი), ფილოლოგი, მთარგმნელი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი კლასიკური ფილოლოგიის განხრით (1971), ფილოლოგიის მეცნ. კანდიდატი (1981), ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი (1994), თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის კათედრასთან არსებული „ბერძნულ-ლათინური ბიბლიოთეკის“ მთ. რედ. (1972-1982), თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის კათედრასთან არსებული „ხმელთაშუა ზღვის კულტურათა კვლევის ლაბორატორიის“ უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1982-1994), კლასიკური ფილოლოგიის კათედრის პროფესორი (1997-2006), კლასიკური ფილოლოგიის კათედრასთან არსებული ხმელთაშუა ზღვის კულტურათა კვლევის ლაბორ. ხელმძღვ. (1999-2004 ), ჰუმანიტარული ფაკ-ტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინ-ტის ასოცირებული პროფესორი (1997 – 2018), პროფესორი (2017 - დღემდე), ამავე ინ-ტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის ხელმძღვ. (2018-დღემდე). ჟურნ. „ფაზისის“ სარედაქციო საბჭოს წევრი; საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსის“ სარედაქციო საბჭოს წევრი; სერია „ბერძნული მითების სამყარო“-ს სარედაქციო საბჭოს წევრი; თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის სამეცნიერო საბჭოს წევრი (2018-დღემდე). ტ. ნ.-ს სამეცნ. მოღვაწეობის სფეროებია: ლიტერატურათმცოდნეობა, ანტიკურობის რეცეფციები, მითოლოგია, ლექსიკოგრაფია, ტერმინოლოგია, თარგმანთმცოდნეობა. დაჯილდოებულია: ახალგაზრდული პრემიით საქართვ. ლიტერატურის, ხელოვნების, არქიტ. და ჟურნალისტიკის დარგში (ძვ. ბერძნული ლირიკის სფეროში შესრულებული მხატვ. თარგმანებისა და გამოკვლევებისათვის, 1982); საქართვ. სახელმწ. პრემიიით წიგნისთვის „მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის“ (2004); ლიტ. პრემიით „საბა“ თარგმანისათვის: ევრიპიდე „ჰეკაბე“ (თარგმანი ძველი ბერძნულიდან, შესავალი, განმარტებები (2019); ლიტ. პრემიით „მაჩაბელი“ თარგმანისათვის: ევრიპიდე „მავედრებელი ქალები“ ( თარგმანი ძველი ბერძნულიდან, შესავალი, განმარტებები) (2022). ავტორია 150 - ზე მეტი ნაშრომის, მათ შორის 50 -მდე წიგნის (მონოგრაფიები, თარგმანები, ლექსიკონები, სახელმძღვანელოები).
თხზ.: ტონია, ნ. (1991). საფოს პოეტური სამყარო. თბ. ლოგოსი; ტონია, ნ. (2003). პინდაროსი. თარგმანი: შესავალი წერილი და კომენტარები. თბ. ბაკურ სულაკაურის გამ-ბა; ტონია, ნ. (2012). მითოლოგიური ენციკლოპედია: ორ წიგნად. თბ. ბაკმი; ტონია, ნ. (2013). ოვიდიუსი. მეტამორფოზები. თბ. ბაკურ სულაკაურის გამ-ბა; ტონია, ნ. (2014). ანტიკურობის თანამედროვეობა. თბ. ლოგოსი; ტონია, ნ. (2019). ანტიკურობის ლექსიკონი: ორ წიგნად, თბ. ბაკმი; ტონია, ნ. (2023-2024). ევრიპიდე. ტრაგედიები: (ორ ტომად). თბ. პალიტრა L.